იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ERASMUS+ PRINTeL პროექტის კოორდინატორის მონიტორინგის ვიზიტი თესაუში

 29 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სამუშაო (მონიტორინგის)  ვიზიტით იმყოფებოდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი,  პროექტი  Erasmus+   PRINTeL -ის კოორდინატორი   არმენ ბუდაღიანი და პროექტის  თანაკოორდინატორი  მარი სანტურიანი. 

         სტუმრები  თესაუს პრორექტორს, ალექსანდრე მოსიაშვილს,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს,  მზია მაისურაძეს,   საერთაშორისო  ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს,   თამარ ასლანიშვილს და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდნენ.  მხარეებმა  საქმიანი ურთიერთობის  გაღრმავების პერპექტივები,   სამომავლო თანამშრომლობის  გეგმები დასახეს და  პროექტით გათვალისწინებულ   ღონისძიებებზე ისაუბრეს.

      Erasmus+ -ის საგრანტო პროექტის- CBHE Programme -  ,,PRINTeL’’-585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP-„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“-ფარგლებში,  უკვე ჩატარდა სწავლების ინოვაციურ მეთოდებში გადამზადების ტრენინგები   უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთათვის.  უნივერსიტეტში, ასევე, შეიქმნა მასწავლებელთა გადამზადების ცენტრი. 

 
მნახველთა რაოდენობა: 19396
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.