იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უკრაინის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების ვიზიტი თესაუში

 16 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნვიერსიტეტში, სამუშაო ვიზიტით,  უკრაინის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

    მათ  შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორის მაოდგილესთან სასწავლო დარგში,  ალექსანდრე მოსიაშვილთან და საერთაშორისო უღთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან გამართეს.  

     უკრაინელი სტუმრების ვიზიტის მთავარი მიზანი  ორი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების დაახლოება და სხვადასხვა მიმართულებით,   მომავალი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება  იყო. 

    შეხვედრაზე  საუბარი საერთაშორისო  პროექტის -,,ერაზმუს+“ -ფარგლებში, პოლონეთსა და უკრაინაში  სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთ სტაჟირებას და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებთან თანამშრომლობას შეეხებოდა.  

     მხარეებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც დაიგეგმა.

 
მნახველთა რაოდენობა: 15317
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.