,, სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის" წარმომადგენლებმა 6 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
,, სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი" გერმანულის მცოდნე (B2- დონე) ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს გერმანიაში, სამთვიან პრაქტიკაზე, ეპატიჟება. პრაქტიკა, რომლის სფეროებია რესტორანი და სასტუმრო, ძირითადად, საკურორტო რეგიონებში ხორციელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პრაქტიკა ანაზღაურებადია, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს კი, სასტუმრო დაფარავს. პრაქტიკის გარდა, ნებისმიერ სტუდენტს, გერმანული ენის B1 დონეზე ცოდნის შემთხვევაში, შეუძლიათ გაემგზავრონ საზაფხულო დასაქმებაზე (ე.წ. Summer job) იმავე სასტუმროებში, იგივე პოზიციებზე.
,, სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი" სტუდენტებს გერმანიაში 2013 წლიდან გზავნის და თეორიული ცოდნის პრაქტიკით გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს.