იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
INTEGRITY-ის პროექტის სამუშაო შეხვედრები თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორდღიან საერთაშორისო კონსორციუმს მასპინძლობს. შეხვედრები, რომელშიც  საქართველოს და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ, ევროპის  პროექტის- ,,უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ხარისხის სწავლებისა და სწავლის აკადემიური ხელშეწყობა საქართველოში (INTEGRITY)“- ფარგლებში, იმართება.

     კონსორციუმის მონაწილეებმა  სამუშაო შეხვედრებზე ყურადღება   აკადემიური გადაცდომების სახეობებზე, გადაცდომების გამოვლენის დროს მოქმედ სანქციებსა და რეგულაციებზე, პლაგიატის წინააღმდეგ დანერგილ ელექტრონულ სისტემასა და სხვა საკითხებზე გაამახვილეს.

   პროექტი „INEGRITY“ ევროკავშირის მიერ ,,ერასმუს პლუსის“ ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება.


 
მნახველთა რაოდენობა: 19694
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.