იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საინფორმაციო შეხვედრა პროექტ „INTEGRITY“-ის ფარგლებში

25-26 დეკემბერს, პროექტ „INTEGRITY“-ის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმნიტარულ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან   საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეები   სტუდენტის  აკადემიურ ცხოვრებაზე პლაგიატის გავლენის უარყოფით მხარეებს  გაეცნენ.  პროექტის მონაწილეებმა, სოფიო არსენიშვილმა, ლალი ძამუკაშვილმა და თარაშ გიორგაძემ, სტუდენტებს  პლაგიატის აღმოფხვრის გზებსა და მის წინააღმდეგ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის (Turnitin-ის) პრინციპებზე   დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეხვედრები 2019  წლის განმავლობაშიც ჩატარდება და  შესაბამისი ინფორმაცია უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს მიეწოდება.

როექტი „INEGRITY“ევროკავშირის მიერ ,,ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება.

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 18958