12-16 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ანა გიგაური და ასოცირებული პროფესორი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, შალვა ჭკადუა, პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში, ტრენინგზე, იმყოფებოდნენ.
შეხვედრები Erasmus+ PRINTeL საერთაშორისო პროექტის - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“- ფარგლებში ჩატარდა.
თესაუს პროფესორებმა მონაწილეობა ტრენინგში -,,Video as a Learning tool for Teachers and Students“-მიიღეს. მათ ინფორმაცია სხვადასხვა ვიდეო მასალების სალექციო პროცესში ინტეგრირების და კომპიუტერული პროგრამის ,,Panopto’’ გამოყენების უნარ-ჩვევების შესახებ მოისმინეს.