იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ნინო ძამუკაშვილს, ტრენერის სერთიფიკატი გადაეცა.
ტრენინგი Erasmus + PRINTeL პროექტის ფარგლებში „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“ გაიმართა.
საქართველოს, სომხეთისა და ბელარუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ბელგიის სამეფოს ქალაქ ლიუვენის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.