8 ოქტომბერს, თელავის უნივერსიტეტმა ესტონეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს ზაზა წერეთელს, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორს, ფონდ E-MAP Foundation MTU-ის დირექტორს და თანადამფუძნებელს ვლად ვერნიგორას და სხვა საპატიო სტუმრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ერთობლივი საგრანტო საგანმანათლებლო პროექტის შემუშავებაზე იმსჯელეს, რომელშიც თესაუ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესტონეთის სახელმწიფო საგრანტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის სწორად წარმართვის ხელშეწყობაა, ამიტომ პროექტი, რომელშიც თესაუ ჩაერთვება, ამ მიმართულებით ვებ-გვერდის განვითარებას, პროფესორ-მასწავლებელთა დატრენინგებას, მათი კვლევების წარმოჩენას და კვლევითი ღონისძიებების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.
პროექტი მომდევნო წლის გაზაფხულისათვის მომზადდება და დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, თესაუ-ში, საპილოტე რეჟიმში განხორციელდება.