იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შიდა სამუშაო შეხვედრა „აკადემიური კეთილსინდისიერებისათვის“

 მიმდინარე წლის 25 ივლისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საერთაშორისო პროექტის, „INTEGREITY“-ის ფარგლებში შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე „აკადემიური კეთილსინდისიერების“ დანერგვის და გავრცელების სამოქმედო გეგმა განიხილეს. პროექტის მონაწილეებმა და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გააანალიზეს და ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სტუდენტთა ინფორმირებულობა და მათი პროცესებში ჩართვის აუცილებლობა გამოკვეთეს. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე, ბიბლიოთეკის განსაკუთრებული როლი აკადემიური კეთილსინდისიერების დასამკვიდრებლად. პროექტის მონაწილეებმა პლაგიატის საწინააღმდეგო კამპანიაზეც ისაუბრეს, რომელიც სასწავლო წლის დაწყებისთანავე გააქტიურდება. 

„INEGRITY“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება და ის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური კეთილსინდისიერების დანერგვას უწყობს ხელს.

 
მნახველთა რაოდენობა: 17285