იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გერმანელი პროფესორი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მომავალი წლიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლასთან განახლდება. ამ მიზნით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში   ფრანკფურტის ინტეგრაციული სკოლის  პროფესორი ლუც კუნცი თავის გერმანელ კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრები უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლებს, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და  მომავალი წლისთვის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ფრანკფურტის ინტეგრაციულ სკოლაში სწავლაზე ისაუბრეს.  

ფრანკფურტის ინტერგაციულ სკოლაში, თელავის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი,სამი წელია ერთ თვიან პრაქტიკაზე რეგულარულად მიემგზავრებიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 16400
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.