იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესპანეთსა და პორტუგალიაში იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წლიდან  სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და ათვისებისათვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გადამზადება დაიწყება. ამ მიზნით  2018 წლის 11-16 ივნისს,   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები  ესპანეთის  ბარსელონასა  და პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ.

 კონსორციუმის მეორე შეხვედრა საერთაშორისო პროექტის  ERASMUS+ PRINTEL-ის 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP „ცვლილება საკლასო ოთახშიინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“ ფარგლებში ჩატარდა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპროექტო გუნდის წევრებმა,   მასპინძელი  უნივერსიტეტების  წარმომადგენლებთან ერთად,  პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების საჭიროებების მიხედვით,  სამომავლო გეგმებიც ჩამოაყალიბეს.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 15626
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.