იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პროფესორის სამუშაო ვიზიტი ტუშას უნივერსიტეტში

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი 12- 25 აპრილის,  ერასმუს +  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,  იტალიის ქალაქ ვიტერბოში, ტუშას უნივერსიტეტში, იმყოფებოდა.  

თესაუს პროფესორმა  ლექციები და ვორქშოფები ეკოლოგიისა და ბიოლოგიის მეცნიერებათა, ასევე, აგრარულ და ტყის მეცნიერებათა დეპარტამენტების მაგისტრატურის  სტუდენტებისათვის  ჩაატარა.

ტუშას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანჯელა  ფატორეტიმ, მაგდა დავითაშვილს ტუშას უნივერსიტეტი დაათვალიერებინა. თესაუს პროფესორი აგრარულ და ტყის მეცნიერებათა დეპარტამენტის წამყვან პროფესორებს შეხვდა და მათთან ერთად, ლაბორატორიები და საცდელი ნაკვეთი  მოინახულა. მაგდა დავითაშვილს, ვიზიტის ფარგლებში,  ტუშას აკადემიურ პერსონალთან   ერთად, მუშაობის და  სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მიეცა.

 მხარეებმა, თელავის და ტუშას  უნივერსიტეტების  სპეციფიკის და  საკვლევი თემატიკიდან გამომდინარე, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები  დასახეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 16269
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.