იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ერასმუს+“ და „შვედური ინსტიტუტის“-ის კონკურსი სტუდენტებისათვის

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ,,ერასმუს+“ შვედური ინსტიტუტის“-ის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, კონკურსი ცხადდება.

გამარჯვებული სტუდენტები, გაცვლითი პროგრამით სწავლას შეძლებენ შემდეგ უნივერსიტეტებში: მენდელის ბრნოს უნივერსიტეტი, ჩეხეთი 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრი - 6 სტუდენტი. კლუჯ-ნაპოკას აგრარულ მეცნიერებათა და ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტი, რუმინეთი - 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრი - 2 სტუდენტი. მევენახეობის სემინარები ერევნის ბიო ინფორმატიკის ინსტიტუტში, სომხეთი - 2 კვირა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

საბუთების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაიწყება 2023 წლის 17 მარტიდან. მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 1. ნიშნების ფურცელი (სასწავლო ბარათის ასლი); 2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი; 3. CV europass https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv ; 4. განცხადება, რომლის ფორმას კონკურსანტი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში მიიღებს. 5. სამოტივაციო წერილი.

გამოცდების განრიგი: 22 მარტი - ინგლისური ენის გამოცდა, დასაწყისი 12 სთ-ზე; 27 მარტი - გასაუბრება კომისიასთან, რომლის შემადგენლობაში შედის უცხოელი სპეციალისტი; 30 მარტი - პარტნიორ უნივერსიტეტებში ნომინირება.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა, 2023 წლის 17 მარტი.

 

 

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4731
 
 
 
 
2024 მარტი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.