იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საერთაშორისო პროექტის VITAGLOBAL-ის ფარგლებში მიკრობიოლოგიისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით მომუშავე აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ

უნივერსიტეტში მოქმედი ევროკომისიის მიერ დაფინანდებული პროექტის „გლობალური ქსელების ჩამოყალიბება აგრარულ მეცნიერებასა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით-ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით“-598507-EPP-1-2018-1-ES-EPPKA@_CBHE_JP A Global Network for Agricultural Sciences and Viniviticulture:Internationalising through Joint Programmes_VITAGLOBAL ფარგლებში ცხადდება კონკურსი აკადემიური პერსონალისათვის, მიკრობიოლოგიისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით.

სავალდებულო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:

1. კანდიდატი დასაქმებული უნდა იყოს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

2. ინგლისური ენის ცოდნა (შეეძლოს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა და ზემოთ აღნიშნული მიმართულებების მოდულებზე ერთობლივი მუშაობა).

3. კანდიდატმა უნდა წარადგინოს მიკრობიოლოგიის ან ღვინის ტურიზმის სილაბუსი ინგლისურ ენაზე, რომელიც იქნება საბაზისო დოკუმენტი ევროპელ პარტნიორებთან პროექტის ფარგლებში სამუშაოდ;

განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა შეგიძლიათ  შემდეგ მისამართზე: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური  (I კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი #47), ან გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir. head@tesau.edu.ge.

           განცხადებისა და დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 18 ნოემბერი.

 
მნახველთა რაოდენობა: 6869
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.