ძვირფასო სტუდენტებო, მათ, ვისაც გსურთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება , გთხოვთ დარეგისტრირდეთ საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეხვედრა გაიმართება ონლაინ-რეჟიმში ან რეალურ სივრცეში, პირისპირ, იმის მიხედვით, თუ შეხვედრაზე დასასწრებად რამდენი სტუდენტი დარეგისტრირდება.
დასარეგისტრირებლად საკმარისია საკუთარი ელექტრონული ფოქტიდან მეილის გაგზავნა შემდეგ ელ. მისამართზე: nino.korinteli@tesau.edu.ge .
მეილში მითითებული უნდა იყოს თქვენი სწავლების საფეხური ( ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), სწავლების წელი ( რომელი კურსის სტუდენტი ხართ), ფაკულტეტი, სპეციალობა და თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
შეხვედრაზე დარეგისტრირების ბოლოო ვადაა 10 ნოემბერი. შეხვედრა გაიმართება 12 ნოემბერს.