2019-2020 სასწავლო წლისთვის იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო (MAECI) აცხადებს საგრანტო კონკურსს უცხოელი და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისათვის. კონკურსის მიზანია: მჭიდრო საერთაშორისო კავშირების დამყარების ხელშეწყობა კულტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში; იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია. გრანტები გაიცემა შემდეგი მიმართულებებით: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის კურსები, იტალიის კვლევით დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევის განხორციელება, იტალიური ენისა და კულტურის კურსები.
კურსების გავლა შესაძლებელია იტალიურ ან ინგლისურ ენებზე.
გრანტით სარგებლობის პერიოდია - 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, 2019 წლის 30 მაისის, 14:00 საათის ჩათვლით, შემდეგი პორტალის საშუალებით - https://studyinitaly.esteri.it.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.