იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადება სწავლების ინოვაციურ მეთოდებში

თესაუ-ში მიმდინარეობს Erasmus+  -ის საგრანტო პროექტის- CBHE Programme-ის საგრანტო პროექტის - ,,PRINTEL’’-585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP-„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“.

  პროექტის ფარგლებში იწყება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა  გადამზადება სწავლების ინოვაციურ მეთოდებში. პროექტის ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში დატრენინგებული ტრენერები: შალვა ჭკადუა, ანა გიგაური, ია ჯიმშიტაშვილი, თამარ მიქელაძე, მაია გონაშვილი, ნინო ძამუკაშვილი ჩაატარებენ ტრენინგებს, თესაუს პროფესორ-მასწავლებისთვის 2019 წლის  თებერვალ-მარტის თვეებში.

 ტრენინგები ჩატარდება შემდეგი განრიგის მიხედვით:

  1. შალვა ჭკადუა და ანა გიგაური: Videos-a learning tool for teachers and students- ვიდეო, როგორც  სწავლების ინსტრუმენტი მასწავლებლისა და სტუდენტისთვის;

1-4-5-6-7თებერვალი, დასაწყისი- 3სთ.

  1. თამარ მიქელაძე: „Blended/Hybrid learning -შერეული/ ჰიბრიდული სწავლა“

8-11-12-13-14თებერვალი, დასაწყისი - 10:00 სთ.

(სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინიმალურ დონეზე ცოდნა).

  1. ია ჯიმშიტაშვილი: „Active learning in the Flipped Classroom- აქტიური სწავლება შებრუნებულ საკლასო ოთახში“.

15-18-19-20-21 თებერვალი, დასაწყისი - 14:00 სთ

  1. ნინო ძამუკაშვილი: „Active Learning: Technology Enhanced Collaborative Learning - აქტიური სწავლა: ტექნოლოგიებით გაძლიერებული კოლაბორაციული სწავლა“.

25-26-27-28-თებერვალი, 1 მარტი, დასაწყისი - 14:00სთ.

  1. მაია გონაშვილი: „Active Learning and ICT-enhanced teaching: M-learning and gamification-აქტიური სწავლა.  ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება: მობილური ტელეფონიტ სწავლება და თამაშები“.

15-18-19-20-21-მარტი, დასაწყისი - 12 სთ.

ტრენინგის მონაწილეებს ხელთ უნდა ჰქონდეთ სმარტფონი ან პლანშეტი.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატი.

მსურველებმა რეგისტრაციის გასავლელად მიაკითხონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს - 22 - 31 იანვარს.

ტრენინგები ჩატარდება: კომპიუტერული ცენტრი, III სართული, I კორპუსი.

 
მნახველთა რაოდენობა: 19466
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.