იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან

2026 წლის 30 სექტემბერს, YALA (BSB01271) პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან.

შეხვედრის ფარგლებში პროექტის ექსპერტმა შალვა ჭკადუამ წარმოადგინა პრეზენტაცია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ახალგაზრდული ინიციატივების შედეგზე ორიენტირებული განხორციელების შესახებ.

განხილვისას ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ უნდა გადაიქცეს ახალგაზრდების მიერ დასახელებული პრობლემა მკაფიო მოთხოვნად, როგორ უნდა შეგროვდეს შესაბამისი ინფორმაცია და როგორ შეიძლება საბჭომ საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ფორმალურ დიალოგში გადაიტანოს. ასევე ხაზგასმული იყო, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას წინ უნდა უძღოდეს კონკრეტული საკითხის, მოკლე მონაცემისა და მკაფიო მოთხოვნის მომზადება.

ახალგაზრდებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები, ისაუბრეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე და განიხილეს, მათი ხედვით, რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება იყოს ეფექტიანი არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ასეთი შეხვედრები ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდების ხმა შეიძლება გადაიქცეს უფრო კონკრეტულ ინიციატივებად და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შედეგზე ორიენტირებულ დიალოგად.

YALA (BSB01271) პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 3
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.