თესაუ-ში ჩარიცხულ პირთა რეგისტრაციის შესახებ                                                       თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

 

 

პროექტი 561547-EPP-1-2015-1-IL-EPPKA2-CBHE-JP "უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის" (DARE), „Developing programs for Access of disadvantaged groups of people and Regions to higher Education“  - DARE. 561547-EPP-1-2015-1-IL-EPPKA2-CBHE-JP (2015-2951/001-001)  პროექტი ითვალისწინებს ეროვნული და ეთნიკური უმცირესობისთვის და სწავლის პრობლემების მქონე სტუდენტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას უნივერსიტეტში. პროექტის  ხანგრძლივობაა 3 წელი: 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 14 ოქტომბრამდე, პროექტის კოორდინატორი უნივერსიეტია ჰაიფას უნივერსიტეტი, ისრაელი. პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან ბრიტანეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, ლიტვა და  რუმინეთი.

მის ფარგლებში უამრავი სასიკეთო რამ გაკეთდა. ერთი წლის მანძილზე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოავალ სტუდენტებს უფასოდ ვასწავლიდით ქართულ ენასა და ლიტერატურას, უნარებსა და მათემატიკას, უცხო ენას ( რუსულსა და ინგლისურს). უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის შეთავაზებული იქნა ტრენინგ კურსები, რომლებმაც მათი ცნობიერება აამაღლა, ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები დაანახვათ. პერიოდულად ტარდება სტუდენტთა გამოკითხვები, რისი მეშვეობითაც ვიგებთ ეროვნული და ეთნიკური წარმომადგენელი სტუდენტების საჭიროების შესახებ და ვცდილობთ შევუქმნათ შესაბამისი გარემო სწავლისათვის. ერთ -ერთი ასეთი ნაბიჯი ნახევრად ელექტრონული კურსების მომზადება და შეთავაზებაა. კურსების შექმნა გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი სტუდენტი მუშაობს იმისათვის რომ სწავლის გადასახადი გადაიხადოს, ზოგი გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს ლექციებზე მუდმივად სიარულს, ზოგს კი არ ჰყოფნის ლექციის ერთხელ მოსმენა და ურჩევია სახლში ხელმეორედ მოუსმინოს ლექციის ვიდეო ჩანაწერს და ამით გაიადვილოს სწავლის პროცესი. პროექტის ფარგლებში სწორედ ამ მიზნით იქმნება რამოდენიმე ელექტრონული კურსი და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენებს შეეძლებათ 2018 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ისარგებლონ ამ სერვისით.

პროექტის  ხანგრძლივობაა 3 წელი: 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 14 ოქტომბრამდე, პროექტის კოორდინატორი უნივერსიეტია ჰაიფას უნივერსიტეტი, ისრაელი.

https://dare.erasmus-plus.org.il/#cm_submenu_1

 

UNISON

პროექტის 573555-EPP-1-2016-ESEPPKA2-CBHEJP სახელწოდებაა  "უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთობა შვილობილი კომპანიების ქსელის მეშვეობით (UNISON) . პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი: 2016 წლის 15 ოქტომბრიდან   2019 წლის 14 ოქტომბრამდე. პროექის კოორდინატორია სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიეტი ესპანეთი. მისი ევროპელი პარნიორები არიან: გერმანია და პოტუგალია. პროექტში ჩართულები არიან ჩინეთის უნივერსიტეტები.

ეს პროექტი მეტად უნიკალურ შესაძლებობებს სთავაზობს ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტსა და საწარმოებს შორის ურთიერთობებს შვილობილი კომპანიების ქსელების მეშვეობით. პროექტის კოორდინატორია ესპანეთის, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი. სხვა ევროპელი პარტნიორები არიან გერმანიისა და პორტუგალიის უნივერსიტეტები. სწორედ ამ უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებით და საქართველოს რეალობაზე დაყრდნობით დაიგეგმა უნივერსიტეტში სპეციალური ადგილის გამოყოფა და მისი მატერიალურ- ტექნიკური ბაზით აღჭურვა. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადამიურ პერსონალს შეეძლება გამოიყენონ აქ არსებული ლაბორატორიები, ტექნიკური აღჭურვილობა და თავისი სამეცნიერო ინტერესების მიხედვით შექმნან ისეთი პროდუქცია, რომლის კომერციალიზაციასაც მოახდენენ. უნივერსიტეტი მათ გაუწევთ იურიდიულ კონსულტაციებს, შესთავაზებს ისეთ ტრენინგებს, რაც გაზრდის მათ სამეწარმეო უნარ-ჩვევებსაც და ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანებს გახდის. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი: http://unison.cesga.es/en/  

 

PRINTeL

პროექტი 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტუდენტის სწავლის გამოცდილების გაღრმავების მიზნით“ ( PRINTEL) პროექტის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან : ესპანეთი, პორტუგალია,  ბელგია, შვედეთი და  ავსტრია. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი- 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 14 ოქტომბრამდე.

 პროექტი ეხება სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში უნდა ჩამოყალიბდეს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის განვითარებს ცენტრი. პროექტი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ინოვაციების მომზადებას. მოხდება სწავლებისა და სწავლის ვირტუალური ასპექტების შემოტანა, რაც მიზნად ისახავს  განათლების სხვადასხვა რესურსების გამოყენებას და ახალი ტექნოლოგიების გაძლიერებას. 

რატომ პრინტელი?

იხილეთ პროექტის ოფიციალური ვებგვერდი

https://www.printel.am/uploads/page/pdf_en/PRINTeL%20Leaflet_Final.pdf

https://printel.am/uploads/page/pdfs/PRINTeL%20e-Newsletter-1.pdf

https://www.facebook.com/printel.tesau

https://www.facebook.com/ErasmusPlusPRINTeL/

https://printel.am/uploads/page/pdfs/PRINTeL%20e-Newsletter_2.pdf

http://tesau.edu.ge/files/uploads/files1/PRINTeL.pdf

Erasmus + KA2 "Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units (HERD)"

პროექტის სახელწოდებაა „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ამაღლება კვლევისა და განვითარების ერთეულების განვითარების გზით“, რომლის მიზანია კვლევითი შესაძლებლობების განვითარება უმაღლესი განათლების სფეროში. პროექტის მიზნებია:

·         ერთობლივი კვლევით პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევითი აქტივობების დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას მიზნობრივ უნივერსიტეტებში.

·         ქართული ონლაინ კვლევითი პორტალის შექმნა, რომელიც გამოაქვეყნებს თანამედროვე ინფორმაციას საქართველოში არსებული აკადემიური ინსტიტუტების აქტივობების, ადამიანური რესურსების და ინფრასტრუქტურის შესახებ.

·         უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის კვლევის მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის უნარების გაუმჯობესება მაღალი ხარისხის კვლევის მენეჯმენტის, ინსტიტუციური კვლევითი მონაცემების ანალიზის, შემდგომი პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დაფუძნების მიზნით.

·         მიზნობრივი უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაზრდა კვლევითი გადასვლისა და უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გზით.

პროექტის პარტნიორები „პროგრამის ქვეყნებიდან“: 1. დრედენის ტექნიკური უნივერსიტეტი – გერმანია 2. კლერმონ აუერნეს უნივერსიტეტი – საფრანგეთი 3. სოფია ანტიპოლისის უნივერსიტეტი – საფრანგეთი.

 პარტნიორები საქართველოდან: 1. ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (HERD პროექტის კოორდინატორი) 2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 4. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 5. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7. ი. გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 8. ვ. სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 9. კავკასიის უნივერსიტეტი 10. დავით ტვილდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტი 11. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 12. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 13. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 14. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 15. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 16. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) 17. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი

http://herd.tsu.ge/

სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით (LoveDistance) 

პროექტის მიზანია გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა არსებულ პროგრამებზე სტუდენტების ჩართულობა გაიზარდოს. ზრდა. 

პროექტის სპეციფიკური მიზნები: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებაში; ხელი შეუწყოს პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურულ მომზადებას, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის გადამზადება უშუალოდ დისტანციური სწავლების მიმართულებით; მოამზადოს პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციული თანამშრომელები, რომლებიც მოგვიანებით დახმარებას აღმოუჩენე ნაკადემიურ თანამშრომლებს; გაზარდოს ცნობადობა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეებზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჯგუფებიდან; რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები). 

პროექტის კოორდინატორია პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

 

ESTA

 

logo.jpg

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლების განათლება ყველასათვის
 ESTA – Educating Science teachers for all“ - 609719-EPP-1-2019-1-DE-EPPKA2-CBHE-JP (2020-2023)

პროექტი ESTA თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე განხორციელდება 2020 წლიდან 2023 წლამდე და მიზნად ისახავს:

რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მოქმედ მასწავლებელთა  პროფესიულ ზრდას;

მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების შესაბამისი საპილოტე  კურსების საშუალებით გადამზადებას

პროექტის განხორციელების ძირითადი ეტაპები

პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტების გამოცდილების, მეთოდების და მასალების გაზიარება.

მასწავლებელთა სწავლების მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მასალის ადაპტირება და შემდგომი განვითარება მრავალფეროვნების ადგილობრივ კონტექსტში CLIL მოდელის და სამოქმედო კვლევის გამოყენებით.

მრავალფეროვანი სამეცნიერო კლასებისათვის სწავლა-სწავლების რესურსების შემუშავება და დანერგვა

პროექტის კოორდინატორია ლუდვიგსბურგის უნივერსიტეტი, ხოლო პარტნიორები არიან: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლიმერიკის(ირლანდია),  სარაევოსა და მოსტარის (ბოსნია ჰერცოგოვინა) უნივერსიტეტები, ასევე ფილიპინების წარმომადგენელი უნივერსიტეტები

პროექტის ბმულები:

https://esta-project.eu/

Georgia ESTA Community - https://www.facebook.com/groups/764030350800443/

 
 

2020 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.