თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებს
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში VII საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ,,კულტურათაშორისი დიალოგები" გაიმართება. კონფერენცია 2023 წლის შემოდგომაზე, 27-29 ოქტომბერს ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს, განაცხადებისა და გამოსაქვეყნებელი ნაშრომების წარდგენა 2023 წლის 15 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. ნაშრომების წარდგენის მოთხოვნების გაცნობა და სხვა დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება, შესაძლებელია თანდართულ ფაილებში.
საინფორმაციო წერილი ქართულ ენაზე
საინფორმაციო წერილი ინგლისურ ენაზე
საინფორმაციო წერილი რუსულ ენაზე
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ დარეკონ, ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 593 14 64 05.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 29-30 ოქტომბერს ატარებს მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ,,კულტურათაშორისი დიალოგები“
საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
-
ისტორიული და ლიტერატურული კვლევები (პარალელები);
-
მითოლოგიური, ფოლკლორული და დიალექტოლოგიური ძიებანი;
-
ენათა შეპირისპირებითი ტიპოლოგია;
-
ენათა ურთიერთგავლენები თანამედროვე მსოფლიოში;
-
ნაციონალური ენები და კულტურა, მათი სპეციფიკა და ურთიერთზეგავლენა;
-
ენათა ლინგვოკულტუროლოგიური და სოციოლინგვისტური ასპექტები;
-
მხატვრული ლიტერატურა კულტურის კონტექსტში;
-
სამეცნიერო მემკვიდრეობათა კულტურათაშორისი მიმართებანი;
-
თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაციები;
-
სახელოვნებო მიმართულებათა კულტურათშორისი ასპექტები;
-
ლექსიკოლოგიური პრობლემები;
-
მასმედია - თანამედროვეობა, თეორია, მეთოდოლოგია და პრაქტიკა;
-
ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი;
-
საბუნებისმეტყველო და სამედიცინო კვლევები;
-
ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ძირითადი ასპექტები;
-
სწავლების თანამედროვე მეთოდები; ენათა სწავლების მეთოდიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები კვლევა-სწავლებაში;
-
აგრო და ბიზნეს ინდუსტრია;
-
პოლიტიკური მეცნიერებები, რეგიონალური მმართველობა და კულტურულ–საგანმანათლებლო ურთიერთმიმართებანი;
-
ეკონომიკა;
-
არქეოლოგია და თანამედროვე მიღწევები/აღმოჩენები
კონფენეციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება 10-15 წუთი მსჯელობა 3-5 წუთი
საკონფერენციო განაცხადი (თანდართული ფორმით) და გამოსაქვეყნებელი ნაშრომი (საკონფერენციო მოხსენება) გადმოაგზავნეთ 2021 წლის 5 (ხუთი) აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:
nunukageldiashvili@gmail.com
manana_garibashvili@yahoo.com
15 აგვისტომდე მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ;
-
კონფერენციის მონაწილემ, საორგანიზაციო კომიტეტის შეტყობინების შემდეგ, უნდა გადაიხადოს საორგანიზაციო თანხა 120 ლარი ; მონაწილემ უცხოეთიდან - 60 დოლარი - 60$); თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილირებულმა პერსონალმა 110 ლარი.
-
თანაავტორობის შემთხვევში საორგანიზაციო თანხას იხდის თითოეული ავტორი ცალ-ცალკე. თანხის გადახდა მოხდება საბანკო ანგარიშსწორებით.
-
მგზავრობა და სასტუმრო ხარჯები – კონფერენციის მონაწილეთა ხარჯით
-
პუბლიკაცია, კულტურული პროგრამა და ექსკურსია – კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯით
-
კონფერენციის ჩატარების ადგილი - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N 1.
„განათლება, კვლევა, პრაქტიკა“-საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თესაუში
2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, კვლევა, პრაქტიკა“.
კონფერენცია ორ სექციად იმუშავებს და ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის თემების და პროგრამის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში:სექცია #1 , სექცია #2
სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია
2019 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენცია მიზნად ისახავს სამეცნიერო გარემოში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებისა და განხილვის მიზნით, მკვლევარების, ექსპერტების, პედაგოგების, სტუდენტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთად შეკრებას.
კონფერენციაში წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება სოციალური
კვლევისა და ქცევითი მეცნიერების ჟურნალში (SADAB). კონფერენციის ენები იქნება ინგლისური, რუსული, ქართული, თურქული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს
https://sadabsempozyum.org/georgia/en/call-for-abstracts/
ძვირფასო კოლეგებო!
06/03/2019 მაისის ჟურნალები მზადდება დასაბეჭდად.
თუ 31 მაისამდე სტატიები არ წარდგენიათ, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა , რომ ეს 2019 წლის 9 ივნისამდე გააკეთოთ.
9 ივნისის შემდეგ ჟურნალები დაბეჭდვისთვის გაიგზავნება ტიპოგრაფიაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
Email: rsglobal.poland@gmail.com
Tel. +4(857) 898 55 10 (Viber, Telegram)
https://ws-conference.com/

მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,კულტურათაშორისი დიალოგები“
2019 წლის 25-27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება
მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- ,,კულტურათაშორისი დიალოგები“.
კონფერენცია ეძღვნება უნივერსიტეტის 80 წლის იუბილეს.
საკონფერენციო განაცხადი (თანდართული ფორმით), 2019 წლის 10 მაისამდე, გაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: nunukageldiashvili@gmail.com manana_garibashvili@yahoo.com
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: მოწვევა ქართულად , მოწვევა რუსულად, მოწვევა-ინგლისურად
საქართველოს მექანიკოსთა კავშირის X ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია
2019 წლის 26-28 სექტემბერს ტარდება საქართველოს მექანიკოსთა კავშირის X ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ქ. თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის თემატიკაა:
- მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა;
- ჰიდროაერომექანიკა;
- დრეკად მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები;
- გამოყენებითი მექანიკა;
- ანალიზის მონათესავე საკითხები.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა გამოაგზავნონ მოხსენების სათაური და თეზისები (ქართულ და ინგლისურ ენებზე, თითოეული A5 ფორმატის არაუმეტეს ერთი გვერდისა აკრეფილი MSWord-ში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ConfGMU@gmail.com
გათვალისწინებულია მოხსენებათა თეზისების კრებულის გამოცემა. კონფერენციაზე გაკეთებული და შერჩეული მოხსენებები, რეცენზირების შემდეგ, ასევე გამოქვეყნდება ჟურნალებში: Applied Mathematics, Informatics, and Mechanics (http://www.viam.science.tsu.ge/Ami/Main.htm) და Bulletin of TICMI (http://www.viam.science.tsu.ge/others/ticmi/blt/bulletin.htm).
კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანია 70 ლარი (მექანისკოსთა კავშირის წევრებისათვის - 50 ლარი). სარეგისტრაციო შესატანი შეიძლება ჩარიცხულ იქნეს თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტის შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: კავშირი „თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტი“
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE26BG0000000181896100
თანხის დანიშნულება: მონაწილის (სახელი, გვარი) სარეგისტრაციო შესატანი 70 ლარი (მექანიკსოსთა კავშირის წევრებისათვის 50 ლარი).
კონფერენციის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.tesau.edu.ge
V საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენცია უკრაინაში
2018 წლის 6 დეკემბერს, ქ. სუმის რეგიონალური პედაგოგიური განათლების ინსტიტუტში (უკრაინა), V საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია - "ინოვაციები განათლებაში: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა" გაიმართება.
საკონფერენციო მიმართულებებია:
1. თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვთა და მოზარდთა განათლებაში: უკრაინული და საერთაშორისო გამოცდილება;
2. ინოვაციები უმაღლეს განათლებაში: სტრატეგიები და ტექნოლოგიები;
3. ინოვაციური პროცესების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები პროფესიულ განათლებაში: გამოცდილება და პერსპექტივები;
4. ზრდასრულთა განათლების ინოვაციური განვითარების ორგანიზაციული და პედაგოგიური მხარდაჭერა უკრაინასა და მსოფლიოში;
5. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლების სფეროში;
6. განათლებაში ინოვაციური ცვლილებების პირობებში პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური პოტენციალის განვითარება;
7. განათლების ისტორია: რეტროსპექტივა საგანმანათლებლო პროცესში და მენეჯმენტში ინოვაციებზე;
8. საგანმანათლებლო ინოვაციების კულტურული, ეთნოლოგიური და ფილოსოფიური საფუძვლები;
9. განათლების მენეჯმენტი თანამედროვე მსოფლიოში და საზოგადოების ინოვაციური განვითარება;
10. პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება სამაგისტრო განათლების პირობებში.
კონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, რუსული, ინგლისური, გერმანული, პოლონური.
მონაწილეობის ფორმა: დასწრებული და დაუსწრებელი.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობებისა და სტატიის გაფორმების წესების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გაეცანით თანდართულ
II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა”
2018 წლის 28-29 სექტემბერს, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა”. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს, საჯარო სკოლის პედაგოგებს.
საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში
ქართულ,
ინგლისურ და
რუსულ ენებზე.
პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XX (76-ე) სამეცნიერო კონფერენცია
19 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XX (76-ე) სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენცია თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა. რექტორის მოადგილემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი წლის სამეცნიერო მუშაობის შედეგები შეაჯამა. ნუნუ გელდიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, თესაუს პროფესორებმა და დოქტორანტებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, რისი დადასტურებაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან მიღებული არაერთი უმაღლესი, კარგი და დამაკმაყოფილებელი შეფასებაა.
რექტორის მოადგილემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის სამეცნიერო კრებულზეც ისაუბრა, რომელშიც თესაუს პროფესორების და უცხოელი პარტნიორების 50-მდე მოხსენება შევიდა. როგორც ნუნუ გელდიაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართულობა და ამ მიმართულებით უკვე გადადგმული, წარამატებული ნაბიჯები.
პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XX (76-ე) სამეცნიერო კონფერენციიის მუშაობა სექციებში გაგრძელდა. ლიტერატურის, ისტორიის, ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, აგრარული, საბუნებისმეტყველო და სხვა მიმართულებების, 9 სექციაში მუშაობის შედეგები სექციების ხელმძღვანელებმა შეაჯამეს. კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXII(77-ე) სამეცნიერო კონფერენცია
24 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXII (77 -ე) სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირმა შიოშვილმა, გახსნა და სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. რექტორის თქმით, ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობისთვის თესაუში ყველა პირობაა შექმნილი.
საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, თესაუ-ს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა და ყურადღება კონფერენციის მიმართ გაზრდილ ინტერესზე გაამახვილა.
სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა სექციებში გაგრძელდა. 9 სექციას, ლიტერატურის, ენათმეცნიერების, ისტორიის, ეკონომიკის, ტურიზმის, აგრარული და სხვა მიმართულებებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ხელმძღვანელობდნენ.
კონფერენციის შედეგების შეჯამების შემდეგ, სტუდენტებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ. საუკეთესო ნაშრომები კი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდება.
სტუდენტურ კონფერენცია - ,,ანტიკურობის თანამედროვეობა”
თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს IV ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას - ,,ანტიკურობის თანამედროვეობა.” კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 18-19 მაისს, რომელიც ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისისსა თუ რეგიონებში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს. კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია. მოხსენებები არ უნდა იყოს სხვა კონფერენციაზე წარდგენილი.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი; დისკუსია - 10 წუთი.
თეზისების გაფორმების წესი:
თავფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მოხსენების სათაური;
უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი (სწავლების საფეხურის მითითებით);
სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი.
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
თეზისების მოცულობა: არაუმეტეს 300 სიტყვისა.
თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.
გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 20 აპრილამდე გამოაგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართლზე: classics.tsu@gmail.com
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2018 წლის 30აპრილამდე.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.
საკონტაქტო პირი: მარიამ კალაძე ტელ: +995 577 42 69 82; ელ-ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge
2018 წლის 17-18 მაისსს, ქალაქ გორში, გაიმართება კონფერენცია -
„საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის
100 წლისთავი“
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა 1918 წელს;
- დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ადგილი იმდროინდელ მსოფლიოში;
- დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ახლო მეზობლებთან და მსოფლიოს ქვეყნებთან;
- დამოუკიდებელი საქართველო და საბჭოთა რუსეთის საგარეო პოლიტიკა 1918-1921 წლებში;
- საქართველოს ურთიერთობები გერმანიასთან და გერმანიის ჯარების შემოყვანა საქართველოში;
- საქართველოს ურთიერთობები ინგლისთან და ინგლისის ჯარების შემოყვანა საქართველოში;
- საქართველოს ურთიერთობა საფრანგეთთან 1918-21წ.წ. და შემდგომ პერიოდში;
- ქართული სამხედრო-პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში;
- საქართველო-სომხეთის 1919 წლის ომი და მისი შედეგები;
- სოჭის კონფლიქტი და მისი შედეგები;
- საქართველოს 1919 წლის სამხედრო ხელშეკრულება აზერბაიჯანთან;
- საბჭოთა რუსეთის 1921 წლის ომი საქართველოსთან;
- 1921 წლის ტფილისის ოპერაცია;
- 1921 წლის ბათუმის ოპერაცია;
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემა და გასაბჭოება;
- ქართველი სამხედრო ელიტის ღვაწლი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში 1918-1921 წლებში.
კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მუშაობას
კონფერენციის სამუშაო ენები :ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება 10-15 წუთი,მსჯელობა 3-5 წუთი
კონფერენციაზე შესაძლებელია დაუსწრებელი მონაწილეობაც.
გთხოვთ, საკონფერენციო განაცხადი (თანდართულიფორმით) გადმოაგზავნოთ
2018 წლის 30 მარტამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: bezhitashvili.g@gmail.com
- საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს კონფერენციისათვის.
10 აპრილამდე მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
- 25აპრილამდე აგზავნით საკონფერენციო მოხსენებას და იხდით სარეგისტრაციო გადასახადს (საბანკო რეკვიზიტები გეცნობებათ, დამატებით).
❖კონფერენციის მონაწილემ, საორგანიზაციო კომიტეტის შეტყობინების შემდეგ, უნდა გადაიხადოს საორგანიზაციო თანხა 100 ლარი (მონაწილემ უცხოეთიდან - 50$). თანაავტორობის შემთხვევაში, თითოეული ავტორი ცალ- ცალკე. თანხის გადახდა მოხდება საბანკოა ნგარიშსწორებით.
- დაუსწრებელი მონაწილეები იხდიან 60 ლარს - უცხოეთიდან 30$;
- მგზავრობა დასასტუმრო ხარჯები – კონფერენციის მონაწილეთა ხარჯით;
- კულტურული პროგრამა და ექსკურსია – კონფერენციის ორგკომიტეტის ხარჯით;
- კონფერენციის ჩატარების ადგილი - სსიპ -დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, საკონფერენციო დარბაზი, ცხინვალის გზატკეცილი.
განაცხადი
I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის
100 წლისთავი“ ქ.გორი, 2018წელი
სახელი, გვარი, მამისსახელი
|
|
ქვეყანა, ქალაქი
|
|
უმაღლესისასწავლებლის/დაწესებულების
დასახელება,სამუშაოადგილი, თანამდებობა
|
|
სამეცნიეროხარისხი, წოდება
|
|
მისამართი (ინდექსი)
|
|
ტელეფონი, ელექტრონულიფოსტა, ფაქსი
|
|
მონაწილეობა (დასწრებული, დაუსწრებელი)
|
|
მოხსენებისსათაური, მოკლეანოტაცია
|
|
სამეცნიერომიმართულება
|
|
გჭირდებათთუარასასტუმრო
|
|
მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის
მოხსენების მოცულობა 5 – 8 გვერდი
ელექტრონული ფოსტის მისამართი:
❖ქართულ ან რუსულ ენაზე შესრულებულ სტატიას და ურთეთრეზიუმე ინგლისურენაზე, ინგლისურ ენაზე შერულებულ სტატიას - ქართულე ნაზე;
❖რეზიუმეში სავალდებულოა ნათარგმნი იყოს სათაური და მითითებულის ახელი, გვარი და ორგანიზაცია;
❖დაასახელეთ სტატიის 5 (ხუთი) საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე. რუსულ ენაზე შესრულებულ სტატიას საკვანძო სიტყვები მიეთითება რუსულ და ინგლისურ ენებზე.
1. გვერდის ფორმატი: – А4(14,85 х 21,0 სმ.)
2. გვერდი სველი : – 2 სმ ( – File, Page Setup, Margins)
3. ფონტი ქართული ტექსტი – სილფაინი, ზომა 12
русский текст – Times New Roman, ზომა 14
латинский текст –Times New Roman, ზომა 12
4. ინტერვალი – 1 (Single)
5. აბზაცი – 1 სმ
6. ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე(Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა14
7. ბრჭყალები ქართულ და ლათინურ ტექსტში გამოიყენეთ ნიმუშით („“),რუსულ ტექსტში(«»);
8. ტექსტში გამოიყენეთ ტირე(–), ხოლო სიტყვათაშ იგნით დეფისი(-).
9. სტატიაში ავტორთა გვარები გამოიყენეთ ნიმუშის მიხედვით: ილიაჭავჭავაძე, А.С.Грибоедов, М.Ю.Лермонтов, Л.Толстой, Ал.Пушкин, Влад.Маяковский.
10. ბიბლიოგრაფია: ზომა10. სტატიის ბოლოს ალფავიტზე განალაგეთ გამოყენებული ლი ერატურა, შემდეგი ნიმუშით:
• წიგნის ციტირების დროს: გვარი, სახელი. (გამოცემის დრო): დასახელება, გამომცემლობა. გამოცემის ადგილი. მაგალითად: გოგიტიძე მ.ჯ.,ბეჟიტაშვილი გ.ა. (2015) : სამხედრო ფიცის ერთგულნი. გამომცემლობა ,,სვეტი +,, თბილისი
• სტატიის ციტირებისდროს: გვარი, სახელი (გამოცემისწელი): სტატიის დასახელება. //ჟურნალის ან წიგნის დასახელება. ჟურნალის ნომერი. სტატიის პირველი და ბოლო გვერდი. მაგალითად: წითელი არმიის ფრონტების სარდლობის დირექტივები (1917-1922), ტ.III. მოსკოვი, სამხედრო გამომცემლობა., 1974, გვ. 371—379;
კონფერენციის სარედაქციო კოლეგია
ტელ: +995 599 96 96 23
კონფერენცია-,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით, 2018 წლის 14 აპრილს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე, პროფესიულ სასწავლებლებსაც.
ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ მეხუთე სტრატეგიული მიზნის ერთ-ერთი სპეციფიკური ამოცანის შესრულებას:
5.1. სტრატეგიაში განსაზღვრული პრიორიტეტული პროდუქტებისა და ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა.
აღნიშნული ამოცანის ქვეშ შეიძლება გავაერთიანოთ ისეთი ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება, როგორიცაა, მაგალითად, ღვინის ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი, MICE ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, კულინარიული ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი, გამაჯანსაღებელი ტურიზმი და სხვა. უპირატესობა მიენიჭება საქართველოში ინოვაციურ ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებულ თემებს.
ნაშრომში წარმოდგენილი იდეები აისახება ტურიზმის სამოქმედო გეგმაში და განხორციელდება საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025 წ.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.
13 მარტი – თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა – 1-2 გვერდი.
16 მარტი - მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.
29 მარტი - ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.
6 აპრილი - შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.
14 აპრილი - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.
კონფერენცია ჩატარდება ექსპო-ჯორჯიას მე-6 პავილიონში.
დასწრება მოხდება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა”
2018 წლის 28-29 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე- ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა” კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს; საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
1. პედაგოგიკა
2. საგანთა სწავლების მეთოდიკა
3. განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია
4. განათლების მენეჯმენტი
5. სპორტი
კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მუშაობას.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება 10-15 წუთი, მსჯელობა 3-5 წუთი.
კონფერენციაზე შესაძლებელია დაუსწრებელი მონაწილეობა.
მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი თ ა რ ი ღ ე ბ ი
გთხოვთ, საკონფერენციო მოხსენება მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული (დანართი№1) და მონაწილის განაცხადი (დანართი№2) გადმოაგზავნოთ 2018 წლის 1 ივნისამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: telavi.edu.konference@gmail.com
- 11 ივნისამდე საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს და ელექტრონული ფოსტით მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
- 18 ივნისამდე იხდით სარეგისტრაციო გადასახადს თანდართულ საბანკო ანგარიშზე (დანართი№3). კონფერენციის თითოეულმა მონაწილემ, უნდა გადაიხადოს საორგანიზაციო თანხა 80ლარი (მონაწილემ უცხოეთიდან 40 $). ავტორთა ჯგუფის შემთხვევაში თითოეული თანაავტორი იხდის იგივე თანხას;
- მგზავრობა და სასტუმრო ხარჯები – კონფერენციის მონაწილეთა ხარჯით;
- კულტურული პროგრამა – კონფერენციის ორგკომიტეტის ხარჯით;
- კონფერენციის ჩატარების ადგილი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი, I კორპუსი, II სართული, უნივერსიტეტის ქუჩა N 1.
საკონფერენციო მოხსენებების კრებული დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
დანართი №1
მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის
1.მოხსენების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს, გამოყენებული ლიტერატურისა (არაუმეტეს 8-10 დასახელებისა) და რეზიუმეების ჩათვლით.
2. გვერდის ფორმატი: – А4, ტექსტურ რედაქტორ Word-ში.
3. ფურცლის პარამეტრები (მინდორი): ზედა - 1,5სმ, ქვედა - 1,5სმ, მარცხენა - 2სმ, მარჯვენა - 2სმ.
4. ნახატები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმატში TIFF 300dpi; 600dpi.
5. ფორმულები უნდა აიკრიბოს ფორმულების რედაქტორში Microsoft equation 2.0 (2.1).
6. ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen , ზომა 12.
Русский текст – Times New Roman, ზომა 14.
Латинский текст –Times New Roman, ზომა 12.
7. სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.
სტატიის გაფორმების წესი
8. ზედა მარჯვენა კუთხეში პირველ ხაზზე ავტორის გვარი, სახელი. მეორე ხაზზე ორგანიზაციის დასახელება, ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური
(Bold) ზომა 14.
9. ერთი ინტერვალის შემდეგ ნაშრომის ტექსტი.
10. ბრჭყალები ქართულ და ლათინურ ტექსტში გამოიყენეთ ნიმუშით („ “), რუსულ ტექსტში («»).
11. ტექსტში გამოიყენეთ ტირე (–), ხოლო სიტყვათა შიგნით დეფისი (-).
12. გამოყენებული ლიტერატურა: ზომა 10. სტატიის ბოლოს ალფავიტზე განალაგეთ გამოყენებული ლიტერატურა შემდეგი სახით:
- წიგნის ციტირების დროს: გვარი სახელი. (გამოცემის დრო): დასახელება გამომცემლობა. გამოცემის ადგილი;
- სტატიის ციტირების დროს: გვარი, სახელი (გამოცემის წელი): სტატიის დასახელება//ჟურნალის ან წიგნის დასახელება. ჟურნალის ნომერი, სტატიის პირველი და ბოლო გვერდი;
- ქართულ ან რუსულ ენაზე შესრულებულ სტატიას დაურთეთ რეზიუმე (არაუმეტეს 1000 სიმბოლო) ინგლისურ ენაზე, ინგლისურ ენაზე შესრულებულ სტატიას - ქართულ ენაზე, ავტორის სახელის, გვარის, ორგანიზაციის, ნაშრომის სათაურის მითითებით იგივე წესით, როგორც დადგენილია სტატიისათვის, საზღვარგარეთიდან შემოსული ინგლისური სტატიის ქართული რეზიუმეს მოამზადებს სარედაქციო კოლეგია.
- დაასახელეთ სტატიის 5 (ხუთი) საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენებზე და დაურთეთ სტატიას რეზიუმეს შემდეგ;
- ნაშრომს ცალკე ფურცელზე უნდა დაერთოს კონფერენციის მონაწილის განაცხადი;
- ნაშრომში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელი ავტორია.
დანართი №2
განაცხადი
II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა“
სახელი, გვარი, მამის სახელი
|
|
ქვეყანა, ქალაქი
|
|
უმაღლესი სასწავლებლის/დაწესებულების დასახელება
|
|
სამუშაო ადგილი, თანამდებობა
|
|
სამეცნიერო ხარისხი, წოდება
|
|
მისამართი(ინდექსი)
|
|
ტელეფონი, მობილური, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი
|
|
მონაწილეობა (დასწრებული, დაუსწრებელი)
|
|
მოხსენების სათაური
|
|
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულება
|
|
საჭიროებთ თუ არა ტექნიკურ საშუალებებს
|
|
გჭირდებათ თუ არა სასტუმრო
|
|
|
თელავი, 28-29 სექტემბერი, 2018 წელი
დანართი №3
საბანკო რეკვიზიტები
მონაწილეებისათვის საქართველოდან
სს „თიბისი ბანკში“ კლიენტის ანგარიშზე თანხის ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ჩარიცხვისთვის აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები
მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკი“: საბანკო კოდი TBCBGE22;
მიმღების დასახელება: დავითი მახაშვილი
ანგარიშსწორების ანგარიში: GE43TB7602645061100049
დანიშნულება: II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა“
მონაწილეებისათვის საზღვარგარეთიდან
BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLARIN FAVOUR OF CUSTOMERS OF TBC BANK OF GEORGIA
INTERMEDIARY BANK: CITIBANK N.A.
NEW-YORK, USA
SWIFT: CITIUS33
ABA:021000089
BENEFICIARYS BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC TBC Bank
SWIFT: TBCBGE22
BENSS Account: GE13 TB76 0263 6615 1000 02
NAME OF BENEFICIARY: Daviti Makhashvili
Purpose: II International Scientific Conference : ,,Education, Research, Practice“
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტები
მისამართი: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.
საქართველო, 2200, ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა №1, მე-2 კორპუსი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატი.
საკონტაქტო პირები:
1. დავით მახაშვილი - ფაკულტეტის დეკანი
მობილური: 599-10-84-50; 571-10-84-50
ელ-ფოსტა: davitima@rambler.ru
2. თამარ მიქელაძე - ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
მობილური: 555-78-37-35
ელ-ფოსტა: tamar.miqeladze@tesau.edu.ge
3. ნათია გაბაშვილი - ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
მობილური: 593-46-36-60
ელ-ფოსტა: natia_gabashvili@yahoo.com
„ციფრული აბორიგენები - ჩვენ ბუკელები ვართ ... ეპიზოდი მეორე“-კონფერენცია თესაუ-ში
2017 წლის 13 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდება კონფერენცია-„ციფრული აბორიგენები - ჩვენ ბუკელები ვართ ... ეპიზოდი მეორე“.
კონფერენცია მიზნად ისახავს წარმოაჩინოს V-VI კლასების მოსწავლეთა საუკეთესო, ორიგინალური ნაშრომები, რომლებიც წარმოადგენს კომპიუტერულ გრაფიკას (Paint); ელექტრონულ პრეზენტაციას (MS Power Point); ანიმაციურ პრეზენტაციას (Movie maker); Web-დიზაინს (HTML).
კონფერენცია ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ამაღლებას,ასევე, უნივერსიტეტისა და სკოლის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას, რაც დღეისათვის განათლების სისტემისათვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.
კონფერენციის თემატური მიმართულებები:
- კომპიუტერულ გრაფიკა (Paint);
- ელექტრონულ პრეზენტაცია (MS Power Point);
- ანიმაციურ პრეზენტაცია (Movie maker);
კონფერენცია ითვალიწინებს პლენარულ და სექციურ მუშაობას.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციის რეგლამენტი: ნაშრომის პრეზენტაცია 10 წუთი
მსჯელობა 3-5 წუთი
კონფერენციის ჩატარების ადგილი - იაკობ გოგებაშვილის სახელობისთელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N1.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირით:
მარიამ ზაქარიაშვილი
mariambagrationi@gmail.com;
საკონტაქტო ტელეფონები: 595 431 386 , 577 677 391
კონფერენცია -,,ბიზნეს თამაშები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა მეწარმეობის განვითრებისთვის“
თუ თქვენ ხართ:
- უნივერსიტეტის რექტორი, დეკანი ან აკადემიური სექტორის წარმომადგენელი და გსურთ, რომ გამოიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები თქვენს უნივერსიტეტში;
- საჯარო ან კერძო სექტორის წარმომადგენელი და გსურთ, რომ გაიმყაროთ მენეჯმენტური უნარ-ჩვევები;
- გაქვთ რაიმე ბიზნეს იდეა და გსურთ, რომ გაზარდოთ თქვენი კომპეტენცია ამ მიმართულებით’
გიწვევთ კონფერენციაში- ,,ბიზნეს თამაშები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა მეწარმეობის განვითარებისთვის“- მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია გაიმართება 2017 წლის 8 დეკემბერს, თბილისის ტექნოპარკში 09:30 – 18:00 საათამდე (მის: ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი).
რეგისტრაციისთის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1XWFfjXLb2xQdvsA-HTxQpQf1oh4I3eOc50tAe5A_Pdk/viewform?ts=59fbfd84&edit_requested=true
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში
აბრეშუმის გზის მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კავკასიის უნივერსიტეტთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაევროპის უნივერსიტეტთან ერთად, გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ აბრეშუმის გზის მე-13 საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენციაზე- ,,ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მსოფლიოში და ახალი გამოწვევები",რომელიც 2018 წლის 23-24 მაისს, შავი
ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, გაიმართება.
კონფერენცია გაიხსნება 23 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო 24 მაისს გაიმართება კულტურული ტური.
სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 30 მარტი
ნაშრომის სრული ვერსიის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 20 აპრილი
მნიშვნელოვანი თარიღების სანახავად ესტუმრეთ ბმულს: http://bit.ly/2zFOPE8
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს: https://silkroad.ibsu.edu.ge/
,,კულტურათაშორისი დიალოგები"-საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თესაუ-ში
27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-,,კულტურათაშორისი დიალოგები"-ჩატარდა, რომელშიც თესაუ-სთან ერთად, მონაწილეობას საქართველოს, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, იაპონიის, აშშ-ს, თურქეთის, უკრაინის, და მსოფლიოს სხვა წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები იღებდნენ.
ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირმა შიოშვილი, თანათავმჯდომარეები: რექტორის მოადგილე, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი და თესაუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი.
კონფერენცია რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა. მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსმა,ვალერიან გობრონიძემ მიმართეს. გამომსვლელებმა საერთაშორისო კონფერენციის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოგვიანებით, კონფერენციის მუშაობამ, სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით, სექციებში გადაინაცვლა. საკონფერენციო პროგრამა კახეთის რეგიონის გაცნობას და სხვა კულტურულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.
პროექტის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, მხარდამჭერი- შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია (GWS).
კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა დაახლოებას, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია/დამკვიდრებას, თანამშრომლობას, მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარება/პოპულარიზაციას და მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.











,,კულტურათაშორისი დიალოგები"-სამეცნიერო კონფერენცია თესაუ-ში
2017 წლის 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიხსნება მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-,,კულტურათაშორისი დიალოგები".
კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა დაახლოებას, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია/დამკვიდრებას, თანამშრომლობას, მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარება/პოპულარიზაციას, მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და სხვა.
,,სამოქმედო კვლევა სკოლაში“-კონფერენცია თესაუ-ში
2017 წლის 14 ოქრომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება კონფერენცია -,,სამოქმედო კვლევა სკოლაში.“
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა დაევროკავშირის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს- ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის” (SYNCS), რომლის მიზანია, საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა, ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტის ფარგლებში, ტარდება კონფერენცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორები, სტუდენტები, საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამოქმედო კვლევები, მიღებული შედეგები და გამოცდილება.
დღეს საგანმანათლებლო სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. სკოლა შეძლებს ეფექტური ცვლილებების განხორციელებას მხოლოდ მაშინ, თუ გაძლიერდება სკოლებსადასაზოგადოებას, უნივერსიტეტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი. სწორედ სამოქმედო კვლევის დახმარებით დაუკავშირდა სკოლა უნივერსიტეტს, სტუდენტი - სკოლას და ერთობლივად დაიგეგმა და მოგვარდა სკოლაში არსებული პრობლემა.
იხილეთ თანდართული ფაილები: III ტრენინგის განრიგი პროფესორებისთვის_13 ოქტომბერი - თელავი_დღის წესრიგი_კონფერენცია
II საერთაშორისო კონფერენცია პრაღაში
II საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია - „ევროპული განათლების განვითარების პრობლემები და პერსპექტივები“ - ჩატარდება 2017 წლის 21-24 ნოემბერს, პრაღაში. კონფერენციის ორგანიზატორია პრაღის (ჩეხეთის რესპუბლიკა) კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი.
კონფერენციის თემებია:
- ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები განათლებაში;
- ევროპული ჰუმანიტარული მეცნიერებები და მათი როლი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესსა და 21-ე საუკუნის საზოგადოებაში;
- ფუნდამენტური და გამოყენებითი განათლების განვითარების პრობლემები და უპირატესობები;
- სოციალური მეცნიერების როლი თანამედროვე სოციალური და ეკონომიკური პროცესების განვითარებაში.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, უკრაინული, ჩეხური, რუსული.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასურია 120 ევრო, დასწრებული მონაწილეობის შემთხვევაში, ხოლო 100 ევრო - დაუსწრებლად მონაწილეობისას.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ასევე, გაიარონ სტაჟირების პროგრამა - ,,სასწავლო პროცესის ორგანიზება, სამეცნიერო პროექტები და საგამომცემლო აქტივობები ევროკავშირის უნივერსიტეტებში", პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში, 2017 წლის 20-30 ნოემბერს.
სტაჟირების პროგრამა (108 საათი) შედგება 3 მოდულისაგან:
- მოდული 1: ევროკავშირის ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები და სასწავლო პროცესის ორგანიზება ევროპულ უნივერსიტეტებში;
- მოდული 2: პუბლიკაციები სამეცნიერო ჟურნალებში: თეორია და პრაქტიკა;
- მოდული 3: სამეცნიერო პროექტები და საგრანტო აქტივობები საგანმანათლებლო ორგანიზაციებში.
სტაჟირების პროგრამის გავლის საფასური შეადგენს 150 ევროს.
კონფერენციაში/სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა, ანოტაცია და პასპორტის პირველი გვერდის დასკანერებული ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@prizk-conference.cz 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილეთ ვებგვერდი
http://www.prizk-conference.cz/en/ ან თანდართული ფაილი.
საერთაშორისო კონფერენცია აზერბაიჯანში
2017 წლის 14-17 სექტემბერს, აზერბაიჯანის ქალაქ სტეფანაკერტში (ხანქენდი), II საერთაშორისო ახალგაზრდობის კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის თემაა „მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარების პრობლემები და პერსპექტივები“. კონფერენცია ტარდება არცახის (მთიანი ყარაბაღი) ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის ორგანიზებითა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი: Karabakh-conference
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
,,კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები’’
2017 წლის 17-18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდება.
კონფერენციის თემაა „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები.“
კონფერენციის თემატიკა:
- კონკურენციის პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები;
- საერთაშორისო ვალდებულებები და თანამშრომლობა კონკურენციის სფეროში;
- კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები და თანამშრომლობის პროგრამა;
- კონცენტრაცია და მონოპოლიური ძალაუფლების/დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების პრობლემები;
- კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში;
- სახელმწიფო შესყიდვები და კონკურენციის მექანიზმები;
- სახელმწიფო დახმარება და კონკურენცია;
- კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება და საგამოძიებო პროცედურების ეფექტიანობა.
კონფერენციის ჩატარების ვადები და პირობები:
1. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Word-ში, Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 11, ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1,5, ველების დაშორება მარჯვენა-მარცხენა მხარეს - 2 და 3 სმ. ზედა და ქვედა - 2.5 სმ. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს ქვედა მარჯვენა მხარეს.
2. ტექსტი უნდა იყოს აკრეფილი გადატანების გარეშე, ხოლო ცხრილები გადაყვანილი JPEG-ში. ტექსტს უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია.
3. ნაშრომის მოცულობა გამოყენებულ ლიტერატურასთან და ანოტაციასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.
4. სატიტულო ფურცელზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ-ფოსტა).
5. ნაშრომს უნდა ახლდეს ანოტაცია ინგლისურ ენაზე, მოცულობით 120-150 სიტყვა, აკრეფილი შესაბამისად Sylfaen-ში, შრიფტის ზომა 11.
6. ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს მისამართზე: info-gca@competition.ge და conference-gca@competition.ge-ზე, 2017 წლის 25 სექტემბრამდე.
7. მოთხოვნების დარღვევით შესრულებული ნაშრომი არ განიხილება.
8. ინფორმაცია კონფერენციის ორგანიზებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ: www.competition.ge.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია უკრაინაში
უკრაინის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, უკრაინის პედაგოგიკის ინსტიტუტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლონეთის და ევროპის სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2017 წლის 19-20 ოქტომბერს, უკრაინაში, გოგოლის სახელობის ნეჟინის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში
დაიწყო მოხსენებების რეზიუმეების მიღება მეორე საერთაშორისო კონფერენციაში ( IHALCC-2017) მიღების მსურველთათვის
2017 წლის 26-27 სექტემბერს გაიმართება მეორე საერთაშორისო კონფერენცია -,,ხელოვნება, ისტორია, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“ (International conference on: “Art, History, Literature and Culture in the Black Sea Region and South Caucasus”).
შესაბამისად, ( IHALCC-2017) კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს უკვე შეუძლიათ გაგზავნონ მოხსენების მოკლე რეზიუმე, შემდეგი ვებ გვერდის საშუალებით: www.halc.ibsu.edu.ge
მოხსენებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 აგვისტო, მოხსენებებიის მიღების შესახებ შეტყობინება გაიგზავნება 2017 წლის 6 სექტემბერს.
საერთაშორისო კონფერენცია-,,არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა-ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“
2017 წლის 25-27 ოქტომბერს ეროვნული არქივი, უკვე მეორედ, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას-,,არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა-ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, სიძველეთმცოდნეობა, ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია, ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია), პოლიტიკური მეცნიერებები და სამართალი, საბუნებისმეტყველო კვლევები, კულტურათშორისი კომუნიკაციები, რესტავრაცია/ კონსერვაცია, ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი.
კონფერენციის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც (ინფორმირებული ლექციები, ქართული კულტურის გარკვეული ასპექტები, არქივში დაცული მასალების მიხედვით, ელექტრონული არქივები და სხვა), რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.
თეზიების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ივნისი (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა-500).
თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინება გაიგზავნება 14 ივლისს.
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
kasatiani@archives.gov.ge
info@archives.gov.ge
სარეგისტრაციო ფორმა და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
http://www.archives.gpv.ge/ge/conference
სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია
2017 წლის 22 მაისს, 11:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდება სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXI (76 -ე) სამეცნიერო კონფერენცია.
10:00 – 11:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია
(თესაუ-ს I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი)
11:00 -11:30 - კონფერენციის გახსნა
11:30 – 15:00 -სექციური მუშაობა
15:00 – 16:00 კონფერენციის შეჯამება
მონაწილეთა დაჯილდოება
რეგლამენტი:
მოხსენება- 10 წუთი
მსჯელობა- 5 წუთი
სამეცნიერო კონფერენცია შვეიცარიაში
სოკრატეს სამეცნიერო ნაშრომების ალმანახის სარედაქციო კოლეგია (Oxford, UK, ISSN 2053-4736) გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 3 ივლისს, შვეიცარიაში.
მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გამოაქვეყნონ სტატიები, ანოტაციები, სამეცნიერო კვლევები და გამოგონებები კონფერენციის სამეცნიერო შრომების კრებულში.
სტატიები მიიღება შემდეგი მიმართულებებით: მენეჯმენტი, ბიზნესი, ჯანდაცვა, ფარმაცია, მეცნიერება და განათლება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://almanac.ebaoxford.co.uk/index.php/component/content/article/50-science-articles-category/340-collection-of-scientific-works.
დაინტერესების ან ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ იმეილის საშუალებით: i.almanac@ebaoxford.co.uk
სამეცნიერო კონფერენცია
გაცნობებთ, რომ სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 22 მაისს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა - 2017 წლის 5 ივნისს.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ: უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული, ოთახი #42
საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია- ,,ცივი ომის ისტორია’’
გიწვევთ მერვე, ყოველწლიურ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე- ,,ცივი ომის ისტორია’’-, რომელიც ბუდაპეშტში, 2017 წლის 6-7 ივნისს, გაიმართება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ბუდაპეშტის ,,ცივი ომის ისტორიის კვლევითი ცენტრი“ და კოლუმბიის უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტი (ნიუ-იორკი).
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
საკონფერენციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 მაისი.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებსაიტზე: http://coldwar.hu/
სტუდენტებს, ვისაც სურთ აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ ცხოვრებაში და სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ სკოლიდანვე მიიღონ საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციაში „ნარჩენებისა და ტყეების მდგრადი მართვა.
2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენცია ჩატარდება 2017 წლის 27 სექტემბერს სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივეტსიტეტში (თესაუ). საკონფერენციო თემების პრიოტიტეტი იქნება: 1. ნარჩენების მდგადი მართვა; 2. ტყეების მდგრადი მართვა. ასევე შესაძლებელია მე-3, ზემოთ დასახელებული ორი თემის ინტეგრაციაც.
კონფერენცია შედგება ორი დონისაგან: დონე პირველი - მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 9-12 კლასის მოსწავლეები. მეორე დონეზე მონაწილეობას მიიღებენ თესაუ-ს სტუდენტები.
კონკურსის პირველი ეტაპი გამოცხადდა 2017 წლის 20 აპრილს და პირველადი განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა იქნება 29 მაისი. პირველ ეტაპზე ნებისმიერ მოსწავლეს და სტუდენტს შეეძლება შემოიტანოს მის მიერ წარმოსადგენი საკონფერენციო თემის მონახაზი 300 სიტყვიანი ესეს სახით. თითოეულ ესეს განიხილავს შესაბამისი ჟიური და მათგან შეარჩევს 10 საუკეთესოს (5 მოსწავლეებისგან და 5 სტუდენტებისაგან). ეცნობებათ რა მათ პირველ ეტაპზე წარმატებისა და მეორეზე გადასვლის შესახებ, მათ უნდა მოამზადონ საკონფერენციო პრეზენტაცია - თემის ვიზუალური მხარე წარმოდგენილი უნდა იყოს PPT პროგრამაში და მოიცავდეს 10 წუთიან პრეზენტაციას.
ჟიური შეარჩევს თითო-თითო გამარჯვებულ მონაწილეს - 1 სკოლის მოსწავლეს და 1 სტუდენტს. ყველა ფინალისტს გადაეცემა სერთიფიკატი.
შევსებული განაცხადი არაუგვიანეს ა.წ.29 მაისისა უნდა გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: kakhiberius@gmail.com და ntrl.sciences@tesau.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: ინფორმაცია კონფერენციაზე , პირველადი განაცხადი
,,კულტურათშორისი დიალოგები“-მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თესაუ-ში
2017 წლის 27, 28 და 29 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე- ,,კულტურათშორისი დიალოგები“.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აშშ-ში
2017 წლის 20 მარტს , ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე- ,,სამეცნიერო ძიება თანამედროვე სამყაროში, თეორიული საფუძვლები და ინოვაციური მიდგომები“.
საკონფერენციო სტატიის გადაგზავნის ბოლო ვადაა 15 მარტი, 2017 წელი.
სტატიები მიიღება ინგლისურ და რუსულ ენებზე შემდეგი მიმართულებით:
1. ფიზიკა-მატემატიკური;
2. ქიმია;
3. ბიოლოგია;
4. მედიცინა;
5. სასოფლო-აგრარული მიმართულება;
6. ფილოსოფია;
7. ისტორია;
8. ფილოლოგია;
9. პედაგოგიკა;
10. ფსიქოლოგია;
11. სოციოლოგია;
12. ეკონომიკა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო სამსახურის სპეციალისტ ია შიუკაშვილს.
საერთაშორისო კონფერენცია-,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით, 2017 წლის 27 აპრილს ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოეთში და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე, პროფესიულ სასწავლებლებსაც. ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს შესრულებას:
1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;
2. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით;
3. ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან; შიდა ტურიზმის სტიმულირება;
4. კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;
5. ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით, ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა;
6. საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა;
7. მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება;
8. პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.
ნაშრომში წარმოდგენილი იდეები აისახება ტურიზმის სამოქმედო გეგმაში და განხორციელდება.
კონფერენციის მიზანი:
ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები დ აშესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.
მნიშვნელოვანი თარიღები:
15 მარტი– თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა – 1-2 გვერდი.
20 მარტი- მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.
5 აპრილი- ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი.
20 აპრილი-შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა.
27 აპრილი- პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.
სტუდენტები გამართავენ ნაშრომების პრეზენტაციას, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებულები. ისინი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. ასევე, შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად, კრებულში სახელწოდებით, -,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. კონფერენციის შედეგად, მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.
თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
tourismconference@gnta.ge
მიუთითეთ თქვენი სახელი გვარი, ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში), სწავლის საფეხური და უნივერსიტეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://gnta.ge/conference
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია უკრაინაში
უკრაინის მაკარენკოს სახელობის სუმის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი 24-25 მარტს გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე -,,უმაღლესი განათლების ინოვაციური განვითარება“.
კონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, პოლონური, რუსული, ინგლისური.
თეზისების გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 თებერვალი.
კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ია შიუკაშვილს.
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია უკრაინაში
გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციზე- „საკვები და კვების ტექნოლოგიები“-მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2017 წლის 25-30 სექტემბერს, უკრაინაში, ოდესის კვების ტექნოლოგიათა ეროვნულ აკადემიაში, გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის პროფესორებს, დოქტორანტებს, კურსდამთავრებულებს, მრეწველობის სფეროს წარმომადგენლებს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
- უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
- უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და კვების სამინისტრო;
- ოდესის კვების ტექნოლოგიათა ეროვნული აკადემია.
კონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, რუსული, ინგლისური.
საკონფერენციო მოხსენებების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
კონფერენციის ვებ-გვერდი- http://foodconf.onaft.edu.ua
თანდართული ფაილი: მოწვევის წერილი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია რუსეთში
გიწვევთ 22-ე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში-,,ინოვაციები პროფესიულ და პროფესიულ-პედაგოგიურ განათლებაში“-მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენცია გაიმართება 2017 წლის 18-20 აპრილს, რუსეთის სახელმწიფო პროფესიული განათლების უნივერსიტეტის ბაზაზე (ქ. ეკატერინბურგი).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში: Инф письмо Инновации 2017
ბრიტანეთის საერთაშორისო კონფერენციაში დაუსწრებლად მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ!
ბრიტანეთის საერთაშორისო კონფერენციაში დაუსწრებლად მონაწილეობის მიღების მსურველებმა სტატიები უნდა წარადგინონ ჰუმანიტარული მიმართულებით.
სტატიების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 დეკემბრამდე
სამეცნიერო ნაშრომი უნდა მომზადდეს , როგორც ინგლისურ, ასევე- რუსულ ენაზე.
ტექსტის ფორმატი: Word for Windows. გვერდის ფორმატი- A 4
შრიფტი -14:ტიპი- Times New Romance . ინტერვალი -1,5
საკონტაქტო პირი- თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ია შიუკაშვილი.
Tel: +995 350 27-15-33
Mob: +995 555 15-74-84
E-mail: iashiukashvili@yandex.ru
ივანე ჯავახიშვილის 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თესაუ-ში
2016 წლის 16 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტი ატარებს ივანე ჯავახიშვილის 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციას.
მსურველებმა რეგისტრაციისთვის, 2016 წლის 5 დეკემბრამდე, მიმართეთ ისტორიის დეპარტამენტს.
სამეცნიერო კონფერენცია -„სტუდენტების აკადემიური ფორუმი: სახელმწიფო მართვისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“
ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში“ 2016 წლის 2 დეკემბერს გაიმართება რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით, „სტუდენტების აკადემიური ფორუმი: სახელმწიფო მართვისა და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენციის ლინკი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
https://sangu.edu.ge/index.php?page=1006&lang=geo
კონფერენციის ელ.ფოსტა: academforum@sangu.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში
საერთაშორისო კონფერენცია
აშშ-ს საერთაშორისო კონფერენციაში დაუსწრებლად მონაწილეობის მიღების მსურველებმა სტატიები უნდა წარადგინონ შემდეგ სპეციალობებში:
ფილოლოგია, ლინგვისტიკა, კულტუროლოგია, ჟურნალისტიკა, ფოლკლორისტკა, პედაგოგიკა.
სტატიების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 ოქტომბერი
კრებულის დაბეჭვდის თარიღი: 2016 წლის დეკემბერი.
სამეცნიერო ნაშრომი უნდა მომზადდეს , როგორც ინგლისურ, ასევე- რუსულ ენაზე.
ტექსტის ფორმატი: Word for Windows.გვერდის ფორმატი A 4
შრიფტი -14:ტიპი- Times New Romance .ინტერვალი 1,5
კრებული დარეგისტრირებულია ISBN ამერიკის სააგენტო.
საკონტაქტო პირი- თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ია შიუკაშვილი
Tel: +995 350 27-15-33
Mob: +995 555 15-74-84
E-mail: iashiukashvili@yandex.ru
სამეცნიერო კონფერენცია - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები“
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2016 წლის 15,16 ნოემბერს ატარებს სამეცნიერო კონფერენციას - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს და მაგისტრანტებს.
საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად და ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ფორმით.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
1. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თეორიულ-მეთოდოლოგიური, ეკონომიკური, სამართლებრივი და
ორგანიზაციული პრობლემები;
2. ფიზიკური აღზრდისა და სპორტული წვრთნის მედიკო-ბიოლოგიური და პედაგოგიურ-
ფსიქოლოგიური ასპექტები;
3. სპორტული რეზერვის მომზადების თანამედროვე მეთოდები;
4. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთა ფიზიკური აღზრდა. ადაპტიური სპორტი;
5. უმაღლესი კვალიფიკაციის სპორტსმენების მომზადების სპორტულ - პედაგოგიური საფუძვლები;
6. ოლიმპიური სპორტი, ოლიმპიზმი და ოლიმპიური განათლება;
7. სპორტის სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების და გადამზადების პრობლემები;
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება 10-15 წუთი, მსჯელობა 3-5 წუთი.
გთხოვთ, საკონფერენციო მოხსენება მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული (დანართი№1) გადმოაგზავნოთ 2016 წლის 15 ოქტომბრამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე:
www sportuni@edu.ge
- 30 ოქტომბრამდე საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს და ელექტრონული ფოსტით მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
დანართი№1
მოთხოვნები კრებულში მოხსენებათა გაფორმებისათვის
1.მოხსენების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს, გამოყენებული ლიტერატურისა (არაუმეტეს 6-8 დასახელებისა) და რეზიუმეების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ჩათვლით.
2. გვერდის ფორმატი: – А4, ტექსტურ რედაქტორ Word-ში.
3. ფურცლისპარამეტრები (მინდორი): ზედა - 1,5სმ, ქვედა - 1,5სმ, მარცხენა - 2სმ, მარჯვენა - 2სმ.
4. ფონტი: ტექსტი – Sylfaen , ზომა 12.
5. სტრიქონებს შორის ინტერვალი-1.
სტატიის გაფორმების წესი
1. ზედა მარჯვენა კუთხეში პირველ ხაზზე ავტორის გვარი, სახელი. მეორე ხაზზე ორგანიზაციის დასახელება, ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური
(ზომა 14).
2. ერთი ინტერვალის შემდეგ ნაშრომის ტექსტი.
3. ბრჭყალები ტექსტში გამოიყენეთ ნიმუშით („“),
4. ტექსტში გამოიყენეთ ტირე (–), ხოლო სიტყვათა შიგნით დეფისი (-).
5. გამოყენებული ლიტერატურა: ზომა 10. სტატიის ბოლოს ალფავიტზე განალაგეთ გამოყენებული ლიტერატურა შემდეგი სახით:
- წიგნის ციტირების დროს: გვარი სახელი. (გამოცემის დრო): დასახელება გამომცემლობა. გამოცემის ადგილი;
- სტატიის ციტირების დროს: გვარი, სახელი (გამოცემის წელი): სტატიის
- დასახელება.//ჟურნალის ან წიგნის დასახელება. ჟურნალის ნომერი, სტატიის პირველი და ბოლო გვერდი;
- შესრულებულ სტატიას დაურთეთ რეზიუმე (არაუმეტეს 1000 სიმბოლო)
დაასახელეთ სტატიის 5 (ხუთი) საკვანძო სიტყვა და დაურთეთ სტატიას რეზიუმეს შემდეგ;
სამეცნიერო კონფერენცია „სკოლა და უნივერსიტეტი IV“
„მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის“ ფარგლებში, 2016 წლის 20 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე,
თბილისის პირველ სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია „სკოლა და უნივერსიტეტი IV“ (ორგანიზატორი- ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი).
კონფერენციაზე დასწრების მსურველებს 19 სექტემბრის 15 საათამდე, გთხოვთ, მიაკითხოთ რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში, პროფ. ნუნუ გელდიაშვილს (II სართული, ოთახი #42)
IV საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია
1-3 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია თემაზე: კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება.
კონფერენცია ატარებს ინტერდისციპლინარულ ხასიათს და ეძღვნება უკანასკნელ პერიოდში ინფორმატიკისა და განათლების სფეროში ურთიერთდაკავშირებული სამეცნიერო - პრაქტიკული ღირებულების პროექტების წარმოდგენას და გაზიარებას ამ დარგში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
იუნესკოს კათედრა „საინფორმაციო საზოგადოება“, ევროპული განათლების ცენტრი (საქართველო), განათლების ინფორმატიზაციის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია ( საქართველო), შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ( საქართველო), კომპანია „Noosphere Ventures“ (აშშ), ჰიდერაბადის უნივერსირტეტი ( ინდოეთი), კიევის ტარას შევჩენკოს ნაციონალური უნივერსიტეტი - (უკრაინა), კიევ-მოგილიანის აკადემიის ნაციონალური უნივერსიტეტი - (უკრაინა), წყალთა მეურნეობისა და ბუნებათსარგებლობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა), ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი ( გერმანია), თავდაცვის უნივერსიტეტი ( ჩეხეთის რესპუბლიკა), აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და მექანიკის ინსტიტუტი;
სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლა ( საქართველო).
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი ყველა დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს 2016 წ. 10 სექტემბრამდე.
სრული ინფორმაცია მოიძეთ ლინკზე:
http://cet-conference.ge
საერთაშორისო კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აცხადებს აბსტრაქტების მიღებას.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლის 11-13 ნოემბერს გაიმართება.
კონფერენციაზე იმუშავებს სამი სექცია:
· სამართალი;
· ბიზნესი და ეკონომიკა;
· სოციალურ მეცნიერებათა.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2016 წლის 11-12 ნოემბერს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“.
კონფერენციის მიზანია ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/pEeptGKoI-iPe0uH/?p=1
საერთაშორისო კონფერენცია "ევროპული ღირებულებები და იდენტობა:
ევროპეიზაციის მრავალი განზომილება"
2016 წლის 25-26 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის თემაა "ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება". კონფერენცია ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS), ასოციაცია Georgia Proeuropa-სა და საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებით. კონფერენცია იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული კონფერენციის შესახებ, იხილეთ თანდართულ ფაილში.
საერთაშორისო კონფერენცია წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში
2016 წლის 4-5 ნოემბერს წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სასწავლებლის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციას ჩაატარებს. კონფერენციის თემაა ,,საქართველო და თანამედროვე სამყარო - გამოწვევები, მიღწევები, პროგრესი“.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში: ფაილი 1 , ფაილი 2
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩუვაშეთის რესპუბლიკაში
ჩუვაშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სასოფლო აკადემია 2016 წლის 20-21 ოქტომბერს ატარებს კონფერენციას თემაზე „სამეცნიერო-საგანმანათლებლო გარემო, როგორც აგროსამრეწველო კომპლექსისა და სოფლის სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველი“.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ქალაქი ჩებოქსარი, ჩუვაშეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია.
საკონფერენციო კრებული განთავსდება РИНЦ-ის ბაზაში (რუსული ციტირების სამეცნიერო ინდექსი).
საკონფერენციო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 სექტემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილეთ თანდართული ფაილი
36-ე რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია
2016 წლის ოქტომბერში ქუთაისში გაიმართება XXXVI რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია. მოხსენებათა თეზისები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) მიიღება არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (გ. გოგოლაშვილი, თ. ბურჭულაძე) მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე. თეზისების მომზადების ფორმატი - A4, შრიფტი - „სილფაინი“, შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1,5.
თეზისები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: contact@ice.ge, burchuladzetea@gmail.com
სამეცნიერო კონფერენცია ხუროთმოძღვრება:კვლევა და რესტავრაცია
2016 წლის 1-2 დეკემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი გიწვევთ რუსუდან მეფისაშვილისა და ვახტანგ ცინცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო (საიუბილეო) კონფერენციაზე ხუროთმოძღვრება: კვლევა და რესტავრაცია.
მოხსენების სათაური წარმოდგენილი უნდა იყოს ა/წ 30 ივლისამდე, ხოლო თეზისი -ა/წ 30 სექტემბრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: chitucio@gmail.com
თეზისების წარდგენის წესი:
ქართული შრიფტი -akadnusx (არა უმეტეს ერთი გვერდისა);
ზომა- 12, ინტერვალი-1.5;
მოხსენების რეგლამენტი 20 წუთი.
კონფერენცია ჩატარდება თბილისში, ათონელის ქუჩა #49, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.
საკონტაქტი პირი -ნატო ჩიტიშვილი, ელ. ფოსტა: chitucio@gmail.com
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ოდესის სასურსათო
ტექნოლოგიების ეროვნულ აკადემიაში
2016 წლის 13-17 სექტემბერს, ოდესის სასურსათო ტექნოლოგიების ეროვნულ აკადემიაში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „სასურსათო ტექნოლოგიები, პურპროდუქტები და შერეული საკვები“.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილები: ფაილი 1 , ფაილი 2 , ფაილი 3
პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში
2016 წლის 18-20 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო Sheraton Batumi-ში გაიმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში”.
კონფერნციის ჩატარების მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინტერკულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, მათ შორის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენთა, სამედიცინო დაწესებულებებისა და სადაზღვევო კომპანიების, მას-მედიის წარმომადგენელთა დაინტერესება აღნიშნული პრობლემით, არსებული რესურსების შეფასება, მონაცემების შეჯამება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
კონფერენციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა სამედიცინო ტურიზმის ადგილი გლობალიზაციის პროცესში; სამედიცინო ტურიზმი და სახელმწიფო; თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში და სხვ.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ლინკზე: http://gruni.edu.ge/other_content/index/514/1464947596
საერთაშორისოსამეცნიეროკონფერენცია „ნართების ეპოსის კვლევის
თანამედროვე პერსპექტივები“
2016 წლის 13-15 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ნართების ეპოსის კვლევის თანამედროვე პერსპექტივები“.
მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მიგრაცია.
სამუშაოენები: ქართული, ინგლისური, რუსული, ოსური.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში
“განათლება, კვლევა, პრაქტიკა”
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2016 წლის 1-2 ივლისს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა”.
გაცნობებთ, რომ საკონფერენციო მოხსენებების წარმოდგენის ვადამ გადაიწია 10 დღით, 2016 წლის 25 აპრილამდე.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მულტიკულტურიზმი პოლიეთნიკურ საზოგადოებაში: ევროპის და უკრაინის გამოცდილება“
ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „მულტიკულტურიზმი პოლიეთნიკურ საზოგადოებაში: ევროპის და უკრაინის გამოცდილება“
იმუშავებს შემდეგი სექციები:
- მულტიკულტურიზმის თეორიული საფუძვლები:ევროპის და უკრაინის გამოცდილება.
- მულტიკულტურიზმი და ეროვნული იდენტობის პრობლემა.
- ჰუმანიტარული დისციპლინის სწავლების მეთოდიკა მულტიკულტურულ საზოგადოებაში.
სამუშაო ენები: უკრაინული, რუსული, ინგლისური, პოლონური
მასალების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 1 ივლისი
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰოლოკოსტი უკრაინაში: აკადემიური, მემორიალური და საგანმანათლებლო ასპექტები“
სკოვოროდის სახელობის ხარკოვის ნაციონალური პედაგოგიური უნივერსიტეტი გიწვევთ კონფერენციაზე „ჰოლოკოსტი უკრაინაში: აკადემიური, მემორიალური და საგანმანათლებლო ასპექტები“
იმუშავებს შემდეგი სექციები:
1 ისტორიოგრაფიისა და წყაროთმცოდნეობის პრობლემები ჰოლოკოსტის თემაზე.
2. ჰოლოკოსტი და კულტურა.
3. ისტორიული ხსოვნა ჰოლოკოსტზე: ხსოვნის ფუნქციონირება, ხსოვნის კულტურა და ხსოვნის უკვდავყოფა.
4. ჰოლოკოსტის სწავლების მეთოდიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სამუშაო ენები: უკრაინული, რუსული და ინგლისური
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართულ ფაილში
საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სოჩაში
2016 წლის 27- 28 ივნისს სოჩაში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ეკონომიკისა და ფინანსების განვითარების ვექტორი თანამედროვე ეტაპზე“
იმუშავებს შემდეგი სექციები:
1 ფინანსური მოდერნიზაცია - საქართველოს საგადასახადო სისტემა
2. ადმინისტრირებიული მართვა და რეგიონული ეკონომიკა
4. სავალუტო სისტემა: მიმდინარე გამოწვევები და განვითარების ტენდენციები
5. თანამედროვე ტენდენციები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის განვითარებაში
6. ტურიზმის ეკონომიკა
7. თანამედროვე ეკონომიკის განვითარების სამართლებრივი საფუძველი
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი
პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია
2016 წლის 9 ივნისს ჩატარდება პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია
10.00 – 11.00 მონაწილეთა რეგისტრაცია
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი
11.00 -12.00 კონფერენციის გახსნა
12.00 – 15.00 სექციური მუშაობა
15.00 – 16.00 კონფერენციის შეჯამება
სერტიფიკატების გადაცემა
რეგლამენტი
მოხსენება 10 წუთი
მსჯელობა 5 წუთი
გთხოვთ მობრძანდეთ!
სამეცნიერო კონფერენცია
2016 წლის 25 მაისს ჩატარდება სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია.
10:00-11:00 მონაწილეთა რეგისტრაცია
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზი.
11:00-11:30 კონფერენციის გახსნა
ირმა შიოშვილი- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
15:00-16:00 კონფერენციის შეჯამება
მონაწილეთა დაჯილდოება
რეგლამენტი
მოხსენება-10 წუთი
მსჯელობა-5 წუთი
ახალგაზრდული კონფერენცია-,, გოგებაშვილის პედაგოგიკა-გამოწვევები დღეს“
2016 წელს იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ გამოცემიდან (1876 წ.) 140 წელი შესრულდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს ახალგაზრდულ კონფერენციას-,,გოგებაშვილის პედაგოგიკა-გამოწვევები დღეს“.
ცენტრი განათლების საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესთავაზებს საკითხთან დაკავშირებული საარქივო მასალის ჩამონათვალს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მათ მიერ შერჩეული თემატიკის მიხედვით, იმუშაონ გოგებაშვილის და XIX საუკუნის სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების საარქივო მასალის ორიგინალებზე ცენტრის სამკითხველო დარბაზში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში
„ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის”
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
2016 წლის 28,29,30 სექტემბერს, თბილისში, საქართველო,
ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას
კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (CG16_i_4_6)
პროგრამით გათვალისწინებული დარგობრივი სექციები (მიმართულებები):
1. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები
მემცენარეობაში;
2. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები
მეცხოველეობაში;
3. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები
აგროინჟინერიაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-„მრეწველობისა და საზოგადოების განვითარება“
კიროვის სახელობის კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტში 2016 წლის 25 – 27 მაისს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „მრეწველობისა და საზოგადოების განვითარება“ .
გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებები:
1. მადნეულის მოპოვების ღია მეთოდი;
2. მიწისქვეშა მადნეულის მოპოვება;
3. მაღაროსა და მიწისქვეშა კონსტრუქციები;
4. მაღაროს გეოდეზიური კვლევა;
5. გეოლოგია და გამოყენებითი მინერალოგია;
6. ეკონომიკა;
7. მშენებლობა;
8. შრომის დაცვა, სამრეწველო უსაფრთხოება და ეკოლოგია;
9. მეტალურგია;
10. საინჟინრო მექანიკა, სამთო მანქანები და სამრეწველო ტრანსპორტი;
11. ელექტრო და ელექტროენერგიის ინჟინერია;
12. ინფორმატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
13. მინერალების გადამუშავება;
14. პედაგოგიკა;
15. სამრეწველო რეგიონების განვითარების ფილოსოფიურ-მეთოდური და სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები;
16. ისტორია და ისტორიული კვლევა;
17. ფილოლოგია;
18. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
19. შრომები ფიზიკასა და მათემატიკაში;
20. ხელოვნებათმცოდნეობა.
მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 აპრილი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში
საერთაშორისო კონფერენცია-,, ორგანული სოფლის მეურნეობა ყაზახეთის რესპუბლიკაში: ახლანდელი დრო და მომავალი“
ყაზახეთის საკენ სეიფულინის სახელობის აგროტექნიკური უნივერსიტეტი 2016 წლის 30 ივნისი-1 ივლისს გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის-,, ორგანული სოფლის მეურნეობა ყაზახეთის რესპუბლიკაში: ახლანდელი დრო და მომავალი“- მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციის მიზანია, ყაზახეთის ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პრობლემების და განვითარების პერსპექტივების განხილვა.
საკონტაქტო პირი-ყაზახეთის აგროტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების და ინოვაციური საქმიანობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი სამალ ბეკბოსინოვა
ტელ: 8 (7172) 395-548
ელ. მისამართი: conference.katu@gmail.com
აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერეცია
გიწვევთ აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერეციაში -,,ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა და მეცნიერებებში" -მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია გაიმართება 2016 წლის წლის 20-21 მაისს.
კონფერენცია უმასპინძლებს შემდეგ ძირითად მომხსენებლებს:
1. სარა უილიამსონი - ამერიკული სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, საქართველო;
2. პროფ. დოქტ. ჯაო ჯონსიუ - საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პრორექტორი, პეკინი, ჩინეთი;
3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, საქართველო.
კონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი poster_2016_engl.pdf , poster_2016_geo.pdf ან ესტუმრეთ კონფერენციის ვებგვერდს
საერთაშორისო კონფერენცია
2016 წლის 23-27 მაისს, კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თაოსნობით, ტარდება საერთაშორისო კონფერენცია.
2016 წლის 23 მაისს კონფერენცია გაიხსნება თბილისში – ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო მუშაობა გაგრძელდება 24-27 მაისს ბათუმში – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენცია, რომელშიც ცხრა ქვეყნის პროფესორები და დოქტორანტები მონაწილეობენ,
ო. ნაკონეჩნის 70-ე წლისთავს ეძღვნება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებვგვერდზე:
http://www.pdmu.univ.kiev.ua/PDMU_2016/home.php
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია, მოიცავს 9 სხადასხვა სახის თემატიკას და მასში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ, როგორც ინფორაციული ტექნოლოგიების, ასევე ნებისმიერი სხვადასვა საგნების სპეციალისტებმა.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და უკრაინული.
იხილეთ დანართი ფაილი
კონფერენცია-,,ხელოვანი და საზოგადოება“
2016 წლის 18-19 ნოემბერს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტი მართავს კონფერენციას თემაზე ,,ხელოვანი და საზოგადოება”.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში
საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია
2016 წლის 22-23 აპრილს ქ. თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისo უნივერსიტეტში გაიმართება მეექვსე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია- ,,განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხებზე“.
კონფერენციაზე მოხსენებები შეგიძლიათ წარადგინოთ შემდეგ თემებზე: განათლების ისტორია, განათლების ფილოსოფია, განათლების თეორიული საკითხები, საკლასო ოთახის მენეჯმენტი, განათლების მენეჯმენტი, ენის სწავლების მეთოდიკა, სიახლეები და ეფექტური პრაქტიკა განათლებისა და ენის სწავლებაში, კომპიუტერის დახმარებით სწავლება, ლინგვისტიკა, ენა და კულტურა, ინგლისური, ამერიკული და სხვა ინგლისურენოვანი ლიტერატურა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს:
http://ircelt.ibsu.edu.ge
საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია - განათლება და სოციალურიმეცნიერებები
8-9 ივნისი, 2016 - პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
დედლაინი: 30 აპრილი, 2016
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტის პროფესორებს, დოქტორანტებს,სტუდენტებს, მასწავლებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.
აკადემიური პროგრამის გარდა, შესაძლებლობა გეძლევათ, მონაწილეობა მიიღოთ სოციალურ პროგრამაში და მოინახულოთ პრაღის ღირსშესანიშნაობები.
კონფერენციის შემდეგ, გათვალისწინებულია კრუიზი მდინარე ვლტავაზე.
აბსტრაქტის გასაგზავნად და დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: http://academicinst.com/events/index.php/IACESS/
მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-„მსოფლიო და კავკასია“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით, 2016 წლის 17 ივნისს თბილისში გაიმართება მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- ,,მსოფლიო და კავკასია“.
იხილეთ თანდართული ფაილი
საერთაშორისო კონფერენცია- ,,შავი ზღვა, რესურსები და ეკოლოგია"
2016 წლის 22, 23 ივნისს რუსეთის ქალაქ სოჩაში იგეგმება საერთაშორისოკონფერენცია - ,,შავიზღვა, რესურსებიდაეკოლოგია" (ICBS, 2016).
ფორუმის მიზანია შავი ზღვის ბუნებრივი რესურესების შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლების გაერთიანება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში ICBS-programm , the-terms-of-participation
ახალგაზრდა მეცნიერთა საყურადღებოდ!
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო ა/წ 26-28 თებერვალს გიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაზე. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე: www.youngscientists.org.ge
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს მესამე საერთაშორისო კონფერენციისთვის “კულტურათაშორისი დიალოგები” განაცხადების მიღებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი
უნივერსიტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 27-28 მაისს ჩატარდება პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XVII (73 -e) სამეცნიერო კონფერენცია, ხოლო 20-21 მაისს სტუდენტ-ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XIX (74 -e) კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, პროფესორ-მასწავლებლებლებმა და დოქტორანტებმა 20 მაისამდე, ხოლო ბაკალავრებმა და მაგისტრანტებმა 13 მაისამდე წარმოადგინოთ თემატიკა სამეცნიერო-კვლევით განყოფილებაში.