იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2004 წლიდან ფუნქციონირებს.

თანამშრომლები:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ნინო კახაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ნატალია მეგუთნიშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
ეკატერინე ნახუცრიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი
ნათია ხახონაიძე

სამსახურის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი სისტემის შექმნა, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიური ურთიერთობა, უნივერსიტეტისა და მასში მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საქმიანობის პოპულარიზაციას, თანამშრომლობს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან, სხვადასხვა მედია საშუალებასთან.
სამსახურის ამოცანაა უზრუნველყოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებების, ბრძანებებისა და სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისათვის.
სამსახურის ფუნქციებს მიეკუთვნება:

  • შიდასაუნივერსიტეტო კომუნიკაციები;
  • უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდისა და facebook-ის ოფიციალური გვერდის მართვა და ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • ჟურნალ „თელავის უნივერსიტეტის“ მომზადება-გამოცემა;
  • სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან, მედიასთან, არასამთავრობო და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება;
  • უნივერსიტეტის ფაკულტეტების, სამსახურების, მათი საქმიანობის, ასევე აკადემიური პერსონალის პოპულარიზაცია;
  • საზოგადოების წარმომადგენლების რექტორთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრის დაგეგმვა-განხორციელება;
  • საჭიროებისამებრ, პრესკონფერენციების, საგანგებო ბრიფინგების, ინტერვიუების, ასევე შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების ორგანიზება, პიარ-აქციების ჩატარება;
  • უნივერსიტეტის სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნება;
  • საერთაშორისო პარტნიორების, ურთიერთობების, პროექტების პოპულარიზაცია. დელეგაციათა, სტუმრების ვიზიტებისა და საქმიანობის გაშუქება საინფორმაციო საშუალებებში.
 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.