ბიბლიოთეკის სტრატეგიული განვითარების გეგმა:

I თავი: სადოკუმენტაციო ბაზა:

1. დებულება _ მისია, რომელიც შესაბამისობაში იქნება უნივერსიტეტის დებულებასა და მისიასთან;

2. ბიბლიოთეკარის ეთიკის კოდექსი;

3. ბიბლიოთეკისათვის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს შექმნა;

4. საავტორო უფლებების დაცვა.

II თავი: ტექნიკური საკითხები:

1. ბიბილიოთეკის შენობის სრული შესაბამისობა სტანდარტებთან; წიგნადი ფონდის დაცვა და ჰიგიენა;

2. თანამშრომელთა და მომხმარებელთათვის შესაფერისი გარემოს შექმნა;

3. შესაბამისი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ბაზის შექმნა;

4. პროგრამული უზრუნველყოფა;

5. მომხმარებელთათვის მაღალი სიხშირის ინტერნეტგარემოს შექმნა;

6. საბიბლიოთეკო პროცესების ავტომატიზაცია;

7. არსებული ბეჭდური კატალოგის შეცვლა ელექტრონული კატალოგით და მისი სისტემატიური შევსება;

8. ბიბლიოთეკის ,,ვებ’’ გვერდის შექმნა;

9. ასლგადამღებითა და საამკინძაო მოწყობილობით უზრუნველყოფა;

10. მედეათეკის მოწყობა.

III თავი: საბიბლიოთეკო რესურსები:

1. თანამშრომლობა ფაკულტეტებთან, მათი მოთხოვნების შესწავლა და არსებული წიგნადი ფონდის ხარისხის შემოწმება _ გაუმჯობესება;

2. სასწავლო და კვლევითი საქმიანობისათვის აუცილებელი ბეჭდური და ელექტრონული რესურსების შესყიდვა _ დაბალანსება;

3. საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე.

IV თავი: სტრუქტურა და სარგებლობის წესების შეცვლა:

1. ფორმატული წყობის ნაწილობრივ შეცვლა დარგობრივი ღია დაშვებით;

2. მართვის თანამედროვე მეთოდების საფუძველზე ბიბლიოთეკართა მოტივაციის, კვალიფიკაციის, კომუნიკაციის დონის ამაღლება;

3. ადგილობრივ და უცხოეთის საინფორმაციო ცენტრებთან ინტეგრაციის გაუმჯობესება;

4. დონორებთან და გამომცემლობებთან ურთიერთობა;

5. ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება;

6. ინტერნეტ რესურსების მუდმივი მონიტორინგი და ახალ საინფორმაციო, მრავალფეროვან და ხარისხიან ელექტრონულ რესურსებზე ორიენტირება.

 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.