ჩვენ შესახებ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.
კანცელარია თავის საქმიანობას ახორციელებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისს 414 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქმისწარმოების ერთიანი წესის’’ შესახებ დებულებით, უნივერსიტეტის წესდების და სამსახურის დებულების საფუძველზე.
კანცელარია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
კანცელარიის ძირითადი საქმიანობის სფეროა ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, უნივერსიტეტში საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი.

 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.