2022 წლის 25 ივლისს, თესაუს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორმა საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე, მკვლევრებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“-ს ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ. კერძოდ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) საქმიანობისა და COST-ის პროგრამებში (COST Actions) ჩართვის შესაძლებლობების შესახებ. მკვლევრებს ასევე, ჩაუტარდათ ტრენინგი აღნიშნული კონკურსისათვის საპროექტო განაცხადის მომზადების თემაზე.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში წარიმართა.