იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
  1. პროექტმეთოდის გამოყენების კვლევა დაწყებითი განათლების საფეხურზე კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მაგალითზე.


პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი  შორენა ძამუკაშვილი.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის განხორციელების ვადა: 2023-2024

       კვლევის მიზანი იყო კახეთის რეგიონის მაგალითზე,      პროექტმეთოდით სწავლების   პრაქტიკის კვლევა  დაწყებითი განათლების საფეხურზე,   ამ პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორების დადგენა,  გადაჭრის გზების მოძიება,  საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და  მეთოდოლოგიური ჩარჩოს შემუშავება.

       კვლევის შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბდა პროექტმეთოდის გამოყენების ეფექტურად განხორციელების ჩარჩო/კონცეფცია, მოხდა პროექტებზე მუშაობის აღწერა, პრობლემათა იდენტიფიცირება/კლასიფიკაცია, გადაჭრის გზების დადგენა და რეკომენდაციების შემუშავება.     მომზადდა  მონოგრაფია  და  პროექტულ სწავლებაში პედაგოგებისათვის    მეთოდური გზამკვლევის სახით  - ბროშურა. 

      კვლევის შედეგები აისახება ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო და მასწავლებლის მომზადების  საგანმანათლებლო პროგრამების  მეთოდოლოგიის მოდულებში.

      კვლევის შედეგად მიღებული პრაქტიკული ინფორმაცია გაამდიდრებს საგანმანათლებლო პროგრამებს და უზრუნველყოფს მომავალი მასწავლებლების მომზადების ეფექტიანობას. .   კვლევის პროცესში წარმოქმნილი აქტუალური საკითხები მოხსენებების სახით წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და გამოქვეყნებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში. გამოიცემა პუბლიკაცია, სადაც აღწერილი იქნება განხორციელებული კვლევა და მისი შედეგები.

მონოგრაფია

ბროშურა

 

2.„სახელმწიფო უნივერსიტეტების მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარება საქართველოს პარლამენტის მიერ ბავშვებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და კვლევების ჩატარების კუთხით“

პროექტის მოკლე აღწერილობა 2022 წლის 15 ნოემბრიდან იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფუძნებული ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის და UNICEF-ის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი „სახელმწიფო უნივერსიტეტების მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარება საქართველოს პარლამენტის მიერ ბავშვებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და კვლევების ჩატარების კუთხით“, რომელიც 2023 წელს დასრულდა.

გაეროს ბავშვთა ფონდმა მიიღო ვალდებულება მხარი დაუჭიროს სახელმწიფო უნივერსიტეტების მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარებას, ბავშვის უფლებების შესახებ ინკლუზიურ და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული ხარისხობრივი ან რაოდენობრივი კვლევების ჩატარებით.

შედეგად, უნივერსიტეტებმა შეძლეს კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მიეწოდებინათ საქართველოს პარლამენტისათვის და მთავრობისათვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისა და ქმედებებისთვის.

პროექტის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელდა კვლევა „სსსმ ბავშვების სკოლაში ტრანზიციის კვლევა (თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების მაგალითზე).

კვლევის მიზანი იყო შესწავლილიყო თელავის მუნიციპალიტეტში სსსმ ბავშვების ბაღიდან სკოლაში ტრანზიიის პროცესი და მათ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალმა გამოიკითხა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფები:

  1. სკოლის ადმინისტრაციის ონლაინ გამოკითხვა
  2. ბაგა-ბაღის მენეჯერთა ონლაინ გამოკითხვა
  3. სსსმ ბავშვის მშობლების ინტერვიუ
  4. კლასის დამრიგებელის ინტერვიუ
  5. აღმზრდელ-პედაგოგის ინტერვიუ
  6. სპეც. პედაგოგების ფოკუსჯგუფი

კვლევის ფარლებში, კონკრეტული შემთხვევების საფუძველზე, ჩამოყალიბდა სსსმ ბავშვის სკოლაში ტრანზიციის პროცესის, არსებული გამოწვევების და საუკეთესო პრაქტიკის აღწერა; შემუშავდა რეკომენდაციები, დაისახა ტრანზიციის პროცესის გაუმჯობესების გზები.

კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირეულ პროგრამაში და სამომავლოდ_ ადრეული სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამაში.

კვლევის შედეგად მიღებული პრაქტიკული რეკომენდაციები შევა მოდულებში და მომზადდება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისა და სპეც. მასწავლებლებისთვის სატრენინგო მოდული „სსსმ ბავშვების სკოლაში ტრანზიცია“.

3.აღმზრდელ პედაგოგთა რეფლექსიის გავლენა ინკლუზიური განათლების ხარისხზე (თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მაგალითზე)

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი, თამარ მიქელაძე

დამფინანსებელი ორგანიზაცია: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი  პროექტის განხორციელების ვადა: 2021-2022

კვლევაში ჩართული აკადემიური პერსონალის მიმართულებები:განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა კვლევის შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბდა აღმზრდელ პედაგოგთა რეფლექსიის პროცესის და მისი თავისებურებების ჩარჩო/მოდელი, ასევე მოხდა ინკლუზიური განათლების ხარისხზე აღმზრდელ პედაგოგთა რეფლექსიის გავლენის აღწერა;შემუშავდა რეკომენდაციები, დაისახა სკოლამდელი ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა განვითარების სტარტეგია და ინკლუზიური განათლების პროგრამის გაუმჯობესების გზები. ბაღებისთვის მომზადა აღმზრდელ პედაგოგთა ეფექტური რეფლექსიის ინსტრუმენტი.

კვლევის შედეგები აისახება ადრეული ინკლუზიური განათლების მოდულში სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამაში. კვლევის შედეგად მიღებული პრაქტიკული ინფორმაცია გაამდიდრებს საბაკალავრო პროგრამას და პრაქტიკული რეკომენდაციები შევა ბაღის აღმზრდელის/მეთოდისტის პროფესიულ მომზადებაში. კვლევის ანგარიში მოხსენების სახით წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე და გამოქვეყნებული იქნა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში. ასევე გამოიცა მონოგრაფია, სადაც აღწერილი იქნა განხორციელებული კვლევა და მისი შედეგები.

მონოგრაფია:  აღმზრდელ პედაგოგთა რეფლექსია ხარისხიანი ადრეული ინკლუზიური განათლებისათვის.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.