იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

1)STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის

        საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 09 მარტის №338 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული პროგრამით „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი საგრანტო პროექტი „STEM კონცეფცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისთვის“

პროექტის მენეჯერი: ასოც. პროფესორი ნათელა ბაღათრიშვილი

პროექტის პარტნიორები: 

  • სსიპ_აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

  • კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი(პოლონეთი,ვარშავა);

  • სწავლების STEM და STEAM მიდგომებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო ელექტრონული და მექანიკური კონსტრუქტორების მწარმოებელი კომპანია STEAMit · 

               პროექტი განხორციელდება 15 თვის განმავლობაში.

პროექტის ფარგლებში:

  • თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული ESTA  ს ლაბორატორია აღიჭურვება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ინჟინერია-რობოტიკის საბაზისო რესურსით. 

  • შემუშავდება საუნივერსიტეტო STEM კურსები და მეთოდოლოგიური გზამკვლევი მოქმედი და მომავალი მასწავლებლებისთვის.

  • შეირჩევა 20 საპილოტე სკოლა, სადაც დაფუძნდება და აღიჭურვება STEM ლაბორატორიები, მასწავლებლები გადამზადდებიან ქართველი და პოლონელი ტრენერების მიერ.

             პროექტს „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;  პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

 2)უცხო/მეორე ენის მასწავლებელთა უნარების გადახედვა ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ საკლასო გარემოში.

 

 

        მკვლევარი: ასოც. პროფესორი თამარ მიქელაძე

პროექტის დასახელება: ქართველ მკვლევართა მობილობის პროგრამა

მეცნიერების დარგი/სამეცნიერო მიმართულება: განათლება, განათლების მეცნიერებები, 

კოდი: Georgia’s Researchers’ Mobility Program, 2023 (57655523)

დამფინანსებელი: ევროკავშირი,

ქვეყანა: ნიდერლანდების სამეფო, რადბაუდის უნივერსიტეტი, რადბაუდის მასწავლებელთა აკადემია (კვლევითი ინსტიტუტი) 

პერიოდი: 4.09.23-30.11.23

კვლევითი პროექტის დასახელება: უცხო/მეორე ენის მასწავლებელთა უნარების გადახედვა ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ საკლასო გარემოში.

 

კვლევის მიზანი იყო უცხო/მეორე ენის მასწავლებლების როლის და უნარების გადახედვა ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ სწავლებისას საშუალო განათლების საფეხურზე. კვლევის მიზანი იყო:

o აღეწერა უცხო/მეორე ენის მასწავლებლების როლის ცვლილება ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ კლასში

o შეესწავლა უცხო/მეორე ენის მასწავლებლებისთვის საჭირო უნარები ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ კლასში

o უცხო/მეორე ენის მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში ცვლილებების შეთავაზება

 

       კვლევითი მობილობის პერიოდში მკვლევარმა იმუშავა 5 სამეცნიერო ნაშრომზე. პირველი სამი ნაშრომი კვლევის საფუძველს წარმოადგენს: 

1) პედაგოგებისათვის ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციის ჩარჩოების შესწავლა: კრიტიკული მიმოხილვა. ამ ნაშრომის თანაავტორები არიან პროფესორი Paulien Meijer და ასოც. პროფ. Roald Verhoeff. 9 იანვარს ნაშრომი გაიგზავნა გამოსაქვეყნებლად ჟურნალ „European Journal of Education“ (Wiley, Impact factor: 2.609, SCOPUS, EBSCO, ProQuest). ნაშრომმა გაიარა პირველადი შეფასება. ორი შემფასებლიდან ერთი სრულად დადებითია, ხოლო მეორე რეცენზენტი ითხოვს მცირე ცვლილებებს. თანაავტორებთან დაგეგმილია შეხვედრა უახლოეს კვირებში ცვლილებების განსახილვევლად.  

2) ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უცხო ენის სწავლებაში სკოლის საფეხურზე: სისტემური ლიტერატურის მიმოხილვა - თანახელმძღვანელი პროფ. Paulien Meijer. ნაშრომის თეზისი მიიღეს ევროპული განათლების კვლევის ასოციაციის  (EERA) მიერ ორგანიზებულ კონფერენიაცეზე (ECER - European Conference on Educational Research- 2024) რომელიც გაიმართება 2024 წლის 27-29 აგვისტოში კვიპროსში, ხოლო გამოქვეყნება იგეგმება მაღალრეიტინგულ ჟურნალში.

3) უცხო ენის მასწავლებლების უნარები ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებულ კლასებში (AI სასაუბრო ბოტების გამოყენებისას): ლიტერატურის მიმოხილვა - ნაშრომის თეზისი წარმოდგენილი იყო 1-3 მარტს, ზაიდის უნივერსიტეტში, დუბაიში, მე-6 გამოყენებითი ლინგვისტიკის და ენის სწავლების საერთაშორისო კონფერეციაზე (ALLT-2024). კონფერენციის თემა იყო „ტექლინგუა: ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი გამოყენებით ლინგვისტიკაში და ენის სწავლებაში.“   

4) სტრატეგიის დოკუმენტი მომზადდა სტუდენტების ფოკუს ჯგუფებში ჩართულობის ასამაღლებლად „რადბაუდის მასწავლებელთა აკადემიაში კვლევაში სტუდენტთა რეკრუტირების გააუმჯობესების სტრატეგიები.“ კვლევითი მობილობის ფარგლებში დაგეგმილი იყო მაგისტრ სტუდენტებთან ფოკუს-ჯგუფები, თუმცა სტუდენტთა პასიურობის გამო კვლევის ეს ნაწილი ვერ შედგა. დოკუმენტი გადაეცა რადბაუდის მასწავლებელთა აკადემიის მკვლევართა გუნდს.  მკვლევარმა მოიპოვა რადბაუდის უნივერსიტეტის კვლევის ეთიკის კომიტეტის დასტური კვლევის ჩასატარებლად, მოამზადა მონაცემთა შენახვის და დამუშავების პროტოკოლი, მათთან შეთანხმებით მოამზადა ინფორმირებული თანხმობის წერილი და საინფორმაციო წერილი. მობილობის შუა პერიოდში დამფინანსებელ ორგანიზაციას წარუდგინა შუალედური ანგარიში, ხოლო დასრულების შემდეგ დასკვნითი ანგარიში, რომელიც შეფასდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ანგარიში. მისი ორი ნაშრომი განხილული იყო რადბაუდის მეცნიერთა შეხვედრაზე და მკვლევარს მიეწოდა ნიდერლანდელი კოლეგებისგან უკუკავშირი, რაც დასტურდება შეხვედრის ოქმის ჩანაწერით. მობილობის დასასრულს მკვლევარის ხელმძღვანელმა მოამზადა მკვლევრის საქმიანობის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი, რომელიც წარედგინა დამფინანსებელ ორგანიზაციას. მკვლევარი 21-22 თებერვალს თბილისში დაგეგმილ კვლევის შედეგების გავრცელებისადმი მიძღვნილი კონფერენციაზე გააკეთებს მოხსენებას..

 

დამატებითი აქტივობები

მკვლევარმა მონაწილეობა მიიღო მთელ რიგ სამეცნიერო აქტიოვბებში რადბაუდის უნივესიტეტში:

  • 20 ოქტომბერს მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ორგანიზებული იყო Halkes Women-ის მიერ რადბუდის უნივერსიტეტის ფაკულტეტების ქსელი, სადაც ჩართული იყვნენ ახალგაზრდა მეცნიერი ქალები. დისკუსია ეხებოდა აკადემიურ კარიერას და მასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას. 

  • დაესწრო დოქტორანტ ლიკე ლაგერის დისერტაციის დაცვას 23 ოქტომბერს, თემაზე „მასწავლებელთა დიფერენციალური ადაპტაცია სასწავლო პრაქტიკაში საშუალო განათლების საფეხურზე ნიდერლანდებში“. 

  • დაესწრო ინგლისური ენის გაკვეთილებს ორ სკოლაში, ლორენცის ლიცეუმი არნემში და სტედელიკის გიმნაზია - ნაიმეხენში 

  • წარმატებით დაასრულა პრაქტიკული კურსი „ანალიტიკური თხრობა“ დოქტორანტებისა და პოსტდოქტორებისთვის (20 საათი).

  • ჰქონდა გაცნობითი შეხვედრა პროფესორ ედი დენესენსთან. იგი პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანია, ნიდერლანდების კვლევის ასოციაციის ერთ-ერთი განყოფილების - განათლება და საზოგადოების თავმჯოდმარე და  მშობელისა და განათლების შესახებ ევროპული კვლევითი ქსელის (ERNAPE) მმართველი კომიტეტის წევრი.  მან გაუზიარა მკვლევარს არსებულ სამაგისტრო პროგრამების შესახებ ინფორმაცია. პროფესორ დენესენის თხოვნით, მკვლევარმა მოიძია საქართველოში მკვლევარები, რომლებიც მუშაობენ განათლებაში მშობლების ჩართულობის თემაზე - ორი დოქტორანტი (მანანა ომარაშვილი და მარიანა ხუნძაყიშვილი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მკვლევარმა უშუამდგომლა მათ მოწვევას ERNAPE-ში გასაწევრიანებლად და პროფესორ დენესენთან თანამშრომლობისთვის.

  • ცოდნის გაღრმავების მიზნით გაიარა ორდღიან ტრენინგი Horizon Europe საპროექტი წინადადის შედგენასთან დაკავშირებით (22-23 ნოემბერი). ტრენერი ლილი ლევანდოვსკა, უფროსი ევროპული R&I საგრანტო მრჩეველი აკადემიურ საქმეთა განყოფილებაში, რადბუდის უნივერსიტეტი. 

  • მკვლევრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, Paulien C. Meijer-ის დახმარებით შედგა პროდუქტიული შეხვედრა პროფესორ ინგე მოლენათან, ეროვნული განათლების ლაბორატორიის AI (NOLAI) სამეცნიერო დირექტორითან, რომელიც ხელმძღვანელობს კვლევით ჯგუფს ადაპტირებულ სასწავლო ლაბორატორიაში. პროფესორმა მოლენარმა გამოხატა ინტერესი მკვლევრის ნაშრომის მიმართ ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციის ჩარჩოების შესახებ. 

  • მკვლევარის ინიციატივით იგეგმება Horizon Europe-ის Twinning: bottom-up საპროექტო წინადადების მოსამზადებელი სამუშაობი, რომლეშიც რადბაუდის მასწავლებელთა აკადემიის მკვლევარები ჩაერთვებიან.

 

ნაშრომების მოკლე მიმოხილვა

 

მასწავლებელთა AI კომპეტენციის ჩარჩოების  კვლევა: კრიტიკული მიმოხილვა

(A Comprehensive Exploration of AI Competence Frameworks for Educators: A critical review)

კრიტიკული ანალიზის მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩოების და მოდელების  გაანალიზება, ჩარჩოების ახალი კლასიფიკაციის შეთავაზება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და გადამზადებისთვის.

ლიტერატურის კრიტიკული მიმოხილვა იკვლევს და ახარისხებს მასწავლებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციის არსებულ ჩარჩოებს (AI CFT) Competence Construct Claims-ის ფარგლებში (Child & Shaw, 2023). კვლევის ფარგლებში მოხდა კომპეტენციის ჩარჩოს კლასიფიკაციის ახალ სქემის ჩამოყალიბება: 1) წინარე კომპეტენციების მოდელზე აგებული ჩარჩო, 2) ახალი კომპეტენციის სფეროები/დომენების ჩარჩო 3) პორცესზე ორიენტირებული ჩარჩო (პროცესის კომპეტენციის მოდელი), 4) AI სისტემებზე ორიენტირებული (კონკრეტული სამუშაო მოდელის) ჩარჩო და 5) კომპეტენციის მრავალდონიანი (მრავალგანზომილებიანი) ჩარჩო. კრიტიკული მიმოხილვა აღწერს არსებულ AI CFT-ების და იკვლევს მნიშვნელოვან საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს შემუშავებული AI კომპეტენციის ჩარჩოები, რათა ეფექტურად მოიცვას მნიშვნელოვანი ასპექტები მასწავლებლის მომზადებაში ხელოვნური ინტელექტის დასანერგად განათლებაში. თითოეული მიდგომა გვთავაზობს განსხვავებულ ფოკუსს მასწავლებლების მომზადებაში ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციების შესაძენად, რომლებიც აუცილებელია განვითარებად საგანმანათლებლო პარადიგმასთან ადაპტაციისთვის. კვლევა ხაზს უსვამს ამ ჩარჩოებში არსებულ გამოწვევებს, და აგრძელებს მსჯელობის ხაზსს იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი მასწავლებლების საუკეთესოდ მომზადება ციფრული ეპოქაში.

 

უცხო/მეორე ენის მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უნარების კვლევა ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ საკლასო გარემოში

(ლიტერატურის სისტემური მიმხილვა)

არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვით განათლებაში რობოტები (ხელოვნური ინტელექტის სისტემები) შეამცირებენ მასწავლებლების დატვირთვას. ხოლო განათლების პოლიტიკის დოკუმენტები და კვლევითი ნაშრომები ხაზს უსვამს მასწავლებლების მთავარ როლს განათლებაში AI ინტეგრაციის პროცესში. კვლევის  მიზანია, შეისწავლოს უცხო/მეორე ენის პედაგოგების როლი ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ საკლასო გარემოში არსებული ლიტერატურის სისტემური ანალიზით, რათა გამოიკვეთოს ის სამომავლო მოთხოვნები, რომლებსაც პედაგოგები უნდა პასუხობდნენ ხელოვნური ინტელექტის სისტემების განათლებაში დანერგვისას. საკვლევი კითხვები: 

  • რა როლებსა და უნარებს ავლენენ უცხო/მეორე ენის მასწავლებლები საბაზო და საშუალო სკოლის საფეხურზე (Secondary school) ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებისას?

  • როგორ იცვლება უცხო/მეორე ენის მასწავლებლების როლები და უნარები კლასში AI ინსტრუმენტების გამოყენებისას?

 

მეთოდოლოგია: 2018-2023 წლეში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების მოძიება ბაზებში - Scopus, Google scholar, Web of Science - საკვანძო სიტყვებით. მასწავლებლებს ესაჭიროებათ ახალი კომპეტენციები და ცოდნა, რათა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის სისტემების შეუფერხებლად დანერგვა კლასებში. AI სისტემების გამოყენებისას მასწავლებლები ჩართულნი არიან მუდმივ პროცესებში, როგორიცაა სისტემის მონიტორინგი, კონტროლი, შეფასება, მომზადება, ტრანზიცია და ა.შ. ამგვარად, სამუშაო დატვირთვის შემცირების ნაცვლად, აშკარაა, რომ მასწავლებელს უწევს ახალი სამუშაოს შესრულება, რაც ასევე გულისხმობს ახალი უნარების/როლების შეძენას. შედეგები მიუთითებს, რომ აუცილებელია მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ზედმიწევნით გადახედვა და განვითარება.

კვლევაში სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები

სტრატეგიული დოკუმენტი

კვლევაში მონაწილეთა რეკრუტირება ყველაზე რთული და გადამწყვეტი ასპექტია. ეს პროცესი გულისხმობს პოტენციური მონაწილეების იდენტიფიცირებას, კვლევის ინფორმაციის მიწოდებას, მათი თანხმობის მიღებას და კვლევის განრიგში ჩასმას (Far, 2018). მოცემული დოკუმენტი აღწერს მკვლევარის ძალისხმევას კვლევითი პროექტისთვის სტუდენტების რეკრუტირებისას და შემაფერხებელ ფაქტორებს. ამის საფუძველზე მკვლევარმა წარადგინა რეკომენდაციები რადბაუდის მასწავლებელთ აკადემიაში, სადაც ამ დრომდე სტუდენტთა კვლევებში ჩართვა ვერ ხერხდება.



 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.