- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- იურიდიული სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
- ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახური
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციების განვითარების ცენტრი
- ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
- ფინანსურ-მატერიალური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
- სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
- პროფესიული განვითარებისა და ინოვაციური სწავლების ცენტრი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
- შიდა აუდიტის სამსახური
1) კვლევის სახელწოდება: თელავის მუნიციპალიტეტის აგროქიმიური კარტოგრამის მომზადება. აგრარული დარგი, მეცნიერება იწყება სკოლიდან -კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით Nsrc 39/9/19 პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი განხორციელების პერიოდი: 16.09.2019-03.04.2020 დამფინანსებელი: რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების ჩართულობით შეგვემუშავებინა სოფელ წინანდლის ნიადაგური აგროქიმიური კარტოგრამა, რომელიც ძირითადად ნიადაგის კვლევის შედეგად შემუშავდებოდა. აგროქიმიური კარტოგრამის მომზადებისათვის გათვლილი იყო 250 ჰექტარი ნიადაგის ქიმიური შედგენილობის კვლევა, კერძოდ ფოსფორის, კალიუმის და PH-ის, თუმცა ნიმუშების აღების დროს შევისწავლეთ და შესაბამისად რუკაზე დავიტანეთ 268 ჰექტარი ნიადაგის კვლევის შედეგები. მომზადდა წინანდლის მიწათსარგებლობის რუკა, სადაც მოინიშნა თითოეული ფერმერის მიწის ფართობი და დატანილ იქნა ლაბორატორიული კვლევის შედეგები. კერძოდ, თითიეულ მონიშნულ ნაკვეთზე დატალი იქნა წილადის სახით შემდეგი მონაცემები: ნაკვეთის ნომერი ფოსფორი (I,II,III,IV) კალიუმი (I,II,III,IV) სადაც: I -ძალიან ღარიბი, II - ღარიბი, III- საშუალოდ უზრუნველყოფილი, IV - უზრუნველყოფილი.\ რუკა ნაბეჭდი სახით გადაეცა სოფელ წინანდლის რწმუნებულს, რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაცია თითოეული ფერმერისათვის. ნებისმიერ ფერმერს, რომლის ნაკვეთიც მოხვედრილია ჩვენს მიერ გამოკვლეულ ფართობში, შეუძლია ადგილზე მისვლით, რუკის საშუალებით შეიტყოს თუ რა მდგომარეობაშია მისი ნაკვეთი შესათვისებელი საკვები ელემენტების შემცველობის მიხედვით. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ბროშურა, რომელზეც დატანილია ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოხდეს ფერმერების მიერ მისი ნაკვეთის საკვები ელემენტების შემცველობის მონაცემების მოძიება და როგორ უნდა მოხდეს შემდგომი რეაგირება, რათა ნიადაგი არ დააბინძუროს ჭარბი სასუქის შეტანით. ______________________________________________________________________________________________________ 2) კვლევის სახელწოდება: კახეთის სამრეწველო და პერსპექტიული ვაზის ჯიშების სხვადასხვა სქემით განაშენიანების გავლენა ღვინომასალების ქიმიურ შედგენილობაზე. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი განხორციელების პერიოდი: 01.10.2020-31.03.2021 დამფინანსებელი: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის მიზანი იყო თელავის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაშენებულ ერთ ჰექტარ სასწავლო კვლევითი დანიშნულების ვენახში გამოკვლეულიყო ვაზის გაშენების სხვადასხვა სქემიდან მიღებულ მოსავალში ყურძნის წვენის, ღვინის, არყის და ძმრის ქიმიური შედგენილობა. აგრეთვე პროექტის ფარგლებში მოხდა წარმოდგენილი აბორიგენული ჯიშების, ,,ახმეტის წითელი“ და ,,იყალთოს წითელი“ კვლევა, კერძოდ მოხდა ყურძნის და მისგან დამზადებული ღვინის ქიმიური შედგენილობის კვლევა, განისაზღვრა ამ ჯიშების ღირსება. პროექტის განხორციელების დროს გამოყენებულ იქნა კვლევის ლაბორატორიული და პრაქტიკული მეთოდები. ჩატარდა ნიადაგის ქიმიური კვლევა, განისაზღვრა თითოეულ ვარიანტში განლაგებული ვაზის მოსავალში ღვინომასალების ქიმიური შედგენილობა. განისაზღვრა ახალი ჯიშების ყურძნის წვენის და მისგან მიღებული ღვინის ქიმიური შედგენილობა. 2020 წლისთვის მოხდა ვენახში წარმოდგენილი სხვადსხვა სქემით გაშენებული ვაზის ჯიშებიდან მოსავლის მიღება, მისგან დამზადდა ღვინო, არაყი და ძმარი. 2021 წელს მოხდა ყურძნის წვენისა და სხვადასხვა ტექნოლოგიით მიღებული ღვინის ქიმიური შედგენილობის კვლევა, აირ(გაზურ) ქრომატოგრაფის საშუალებით შევისწავლეთ კასრში დავარგებულ საფერავში სურნელოვანი თვისების მქონე სხვადასხვა კლასის ნაერთის (ესტერები, ალდეჰიდები, კეტონები, ამინები,) რაოდენობრივი შემცველობა, ასევე მოვახდინეთ სხვადასხვა ფუნქციური ჯგუფის შემცველი, კვებითი ღირებულების მქონე ორგანული ნაერთების იდენტიფიცირება დავარგების სხვადასხვა ეტაპზე, თხევადი (სითხური) ქრომატოგრაფის საშუალებით მოხდა არომატიზირებული ღვინის, ძმრისა და არყის ვიტამინური შემადგენლობის კვლევა, სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის ხარისხზე მოქმედი ზოგიერთი ორგანული მჟავის (ლიმონმჟავა, ღვინომჟავა, ვაშლმჟავა) რაოდენობრივი ცვლილების დინამიკის შესწავლა ყურძნის ტკბილიდან მზა პროდუქტამდე. ასევე სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პესტიციდების ქიმიური შემადგენლობის იდენტიფიცირება. კვლევის დასრულების შემდეგ გამოიკვეთა ვაზის გაშენების სრულყოფილი სქემა, რომელიც წარმოდგენას მოგვცემს ვაზის საკვები არის და ყურძნისაგან მიღებული პროდუქტების თვისებების შესახებ. პროექტის დასრულების შემდეგ გაიცა რეკომენდაციები ფერმერებისთვის ვაზის გაშენების სქემის შესახებ.
3) კვლევის სახელწოდება: ხორბლის ახალი ჯიშების ,,აფინა’’ და ,,ანაპოს“ ქიმიური შედგენილობის და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი განხორციელების პერიოდი: 31.07.2017-31.07.2019 შპს ,,ლუკაგროს’’ მიერ შეკვეთილი კვლევა ხორბლის ახალი ჯიშების ,,აფინა’’ და ,,ანაპოს“ ქიმიური შედგენილობის და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ. კვლევა ითვალისწინებს აღნიშნული ხორბლის ჯიშების სამი წლის მოსავალში ქიმიური შედგენილობის და ფქვილის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას, რათა მიღებული ახალი ხორბლის ჯიშები გამოყენებულ იქნეს კახეთის რეგიონში, როგორც ხორბლის სათესლე მასალა. კვლევა განხორციელებულია ერთი წლის მოსავალზე, მიმდინარე წელს განისაზღვრება მეორე წლის მოსავალში და 2019 წელს დასრულდება კვლევა. ______________________________________________________________________________________________________ 4) კვლევის სახელწოდება: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ერთი ჰექტარი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 1 ჰექტარი ვენახის გაშენება ზოგიერთი ტრადიციული-სამრეწველო და იშვიათად გავრცელებული ვაზის ჯიშების დარაიონებით. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი განხორციელების პერიოდი: 30.09.2017-31.12.2019 კვლევა ითვალისწინებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ერთი ჰექტარი ვენახის მოწყობას ყურძნის სასუფრე და სამრეწველო ჯიშებისათვის აგროტექნოლოგიის ახალი მეთოდების დანერგვას. განხორციელებულია ნაკვეთის ნიადაგის ქიმიური შედგენილობის კვლევა და კვლევის საფუძველზე მოხდა მინერალური სასუქების დოზების და ნორმების განსაზღვრა, ნიადაგი მომზადებულია ვაზის კულტურის გაშენებისათვის. კვლევა გაგრძელდება 3 წლის განმავლობაში, რათა განისაზღვროს მიღებული მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლები და შეფასდეს დამზადებული ღვინის ღირსება. ______________________________________________________________________________________________________ 5) პროექტის სახელწოდება: კახეთის რეგიონის ხორბლის მოსავალში ტენის მარაგის განსაზღვრა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ფონდის მიერ 01.08.2018-31.08.2016 პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა 2016 წლის კახეთის რეგიონის ხორბლის სრული მოსავლიანობა და მიღებულ მოსავალში შეთვისებული ტენის რაოდენობა. ________________________________________________________________________________ 6) პროექტის სახელწოდება: შიდა კახეთის ნიადაგური პრობლემების შესწავლა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 01.09.2015-30.06.2016 პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შიდა კახეთის (თელავის რაიონი) ნიადაგების ქიმიური შედგენილობა, კერძოდ მიკრო და მაკრო ელემენტები, განსაზღვრულ იქნა ნიადაგების საკვები ელემენტებით გაღარიბების ხარისხი, სასუქის სახე და საკვები ელემენტების ზღვრული ნორმები სხვადასხვა ტიპის ნიადაგისათვის. შედეგები დამუშავდა და გაიცა რეკომენდაციები ფერმერებზე სასუქის სახისა და გამოსაყენებელი სასუქების დოზების შესახებ. ________________________________________________________________________________ 7) პროექტის სახელწოდება: თელავის რაიონის ნიადაგების მიკრობიოლოგიური პრობლემების შესწავლა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მანანა კევლიშვილი დამფინანსებელი ორგანიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 01.09.2016-30.06.2017 პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ თელავის რაიონის ნიადაგების მიკრობიოლოგიური შედგენილობა და განვსაზღვრეთ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების სახეები აგრეთვე მავნე ორგანიზმები, მოხდა წინასწარი პროგნოზირება ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმების სპორების და მავნე ორგანიზმების შესახებ. შესაბამისად, განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე დაავადებების ან მავნებლების განვითარების რისკები, მოხდა რეკომენდაციების შემუშავება და ფერმერებისათვის გადაცემა წინასწარი პრევენციისათვის, დაიგეგმა თესვისწინა ღონისძიებები და ქიმიური საშუალებების გამოყენების ტექნიკა. ________________________________________________________________________________ 8. ატმის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი კახეთის რეგიონში
|
|
სწრაფი ბმულები