2022 წლის 28 აპრილს, თესაუს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორმა პირველი საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ჩაატარა უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან და დოქტორანტებთან. შეხვედრაზე, დამსწრე აუდიტორიამ მიიღო ინფორმაცია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების ერთ-ერთი უმსხვილესი ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“-ს შესახებ. შეხვედრა მოიცავდა: „ჰორიზონტი ევროპა“-ს პროგრამის მოკლე მიმოხილვას (თითოეული სვეტი შესაბამისი დაფინანსების სქემებით) და ტრენინგის ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების მოძიების საკითხზე.
შეხვედრა ონლაინ ფორმატში წარიმართა.