28 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის Horizon Europe-ის საგრანტო ოფისში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“-ს ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის, კერძოდ, მარი სკლოდოვსკა კიურის პერსონალის გაცვლის სქემა.
აღნიშნული დაფინანსების სქემის მიზანია, ხელი შეუწყოს კვლევით და ინოვაციურ საქმიანობაში ჩართული პერსონალის საერთაშორისო, ინტერსექტორულ და ინტერდისციპლინურ მობილობას.
შეხვედრაზე დამსწრე მეცნიერებმა ინფორმაცია მიიღეს მარი სკლოდოვსკა კიურის პერსონალის გაცვლის სქემის აღწერილობის, მოთხოვნებისა და კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ.