იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ჩეხეთის პარტნიორების ვიზიტი თესაუს ჰორიზონტი ევროპას საგრანტო ოფისში

9 ივლისს თესაუს ჰორიზონტი ევროპას საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისს სტუმრობდნენ ჩეხეთის მენდელის უნივერსიტეტის წარმომადგენლები - გამოყენებითი და ლანდშაფტური ეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მილადა შტასტნა და პროექტების მართვის ოფისის მენეჯერი, დოქტორი იან ზლოხი.

შეხვედრის ფარგლებში თესაუს საგრანტო ოფისის კოორდინატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან შაშვიაშვილმა, პარტნიორებს გააცნო ჰორიზონტი ევროპას პროგრამის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის შესაძლებლობები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მე-6 კლასტერისა და WIDERA მიმართულების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებზე.

მხარეებმა განიხილეს ერთობლივი კვლევითი საქმიანობის პერსპექტივები და შეთანხმდნენ ჰორიზონტი ევროპას კონკურსების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და შემდგომი ნაბიჯების შემუშავებაზე.

 
მნახველთა რაოდენობა: 77
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.