2017 წლის 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიხსნება მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-,,კულტურათაშორისი დიალოგები".
კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა დაახლოებას, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია/დამკვიდრებას, თანამშრომლობას, მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარება/პოპულარიზაციას, მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და სხვა.