1-3 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია თემაზე: კომპიუტინგი/ინფორმატიკა, განათლების მეცნიერებები, მასწავლებლის განათლება.
კონფერენცია ატარებს ინტერდისციპლინარულ ხასიათს და ეძღვნება უკანასკნელ პერიოდში ინფორმატიკისა და განათლების სფეროში ურთიერთდაკავშირებული სამეცნიერო - პრაქტიკული ღირებულების პროექტების წარმოდგენას და გაზიარებას ამ დარგში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
იუნესკოს კათედრა „საინფორმაციო საზოგადოება“, ევროპული განათლების ცენტრი (საქართველო), განათლების ინფორმატიზაციის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია ( საქართველო), შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ( საქართველო), კომპანია „Noosphere Ventures“ (აშშ), ჰიდერაბადის უნივერსირტეტი ( ინდოეთი), კიევის ტარას შევჩენკოს ნაციონალური უნივერსიტეტი - (უკრაინა), კიევ-მოგილიანის აკადემიის ნაციონალური უნივერსიტეტი - (უკრაინა), წყალთა მეურნეობისა და ბუნებათსარგებლობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა), ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი ( გერმანია), თავდაცვის უნივერსიტეტი ( ჩეხეთის რესპუბლიკა), აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და მექანიკის ინსტიტუტი;
სსიპ ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა მათემატიკის საჯარო სკოლა ( საქართველო).
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი ყველა დაინტერესებული პირი უნდა დარეგისტრირდეს 2016 წ. 10 სექტემბრამდე.
სრული ინფორმაცია მოიძეთ ლინკზე: