2016 წლის 1-2 დეკემბერს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი გიწვევთ რუსუდან მეფისაშვილისა და ვახტანგ ცინცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო (საიუბილეო) კონფერენციაზე ხუროთმოძღვრება: კვლევა და რესტავრაცია.
მოხსენების სათაური წარმოდგენილი უნდა იყოს ა/წ 30 ივლისამდე, ხოლო თეზისი -ა/წ 30 სექტემბრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: chitucio@gmail.com
თეზისების წარდგენის წესი:
ქართული შრიფტი -akadnusx (არა უმეტეს ერთი გვერდისა);
ზომა- 12, ინტერვალი-1.5;
მოხსენების რეგლამენტი 20 წუთი.
კონფერენცია ჩატარდება თბილისში, ათონელის ქუჩა #49, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.
საკონტაქტი პირი -ნატო ჩიტიშვილი, ელ. ფოსტა: chitucio@gmail.com