იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

2016 წლის 18-20 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო Sheraton Batumi-ში გაიმართება პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში”.

      კონფერნციის ჩატარების მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინტერკულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა სამედიცინო ტურიზმის განვითარების კუთხით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, მათ შორის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენთა, სამედიცინო დაწესებულებებისა და სადაზღვევო კომპანიების, მას-მედიის წარმომადგენელთა დაინტერესება აღნიშნული პრობლემით, არსებული რესურსების შეფასება, მონაცემების შეჯამება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

      კონფერენციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა     სამედიცინო ტურიზმის ადგილი გლობალიზაციის პროცესში;    სამედიცინო ტურიზმი და სახელმწიფო; თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში და სხვ.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ლინკზე: http://gruni.edu.ge/other_content/index/514/1464947596

 
მნახველთა რაოდენობა: 1211