საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება სრულად
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
-
ისტორიული და ლიტერატურული კვლევები (პარალელები);
-
მითოლოგიური, ფოლკლორული და დიალექტოლოგიური ძიებანი;
-
ენათა შეპირისპირებითი ტიპოლოგია;
-
ენათა ურთიერთგავლენები თანამედროვე მსოფლიოში;
-
ნაციონალური ენები და კულტურა, მათი სპეციფიკა და ურთიერთზეგავლენა;
-
ენათა ლინგვოკულტუროლოგიური და სოციოლინგვისტური ასპექტები;
-
მხატვრული ლიტერატურა კულტურის კონტექსტში;
-
სამეცნიერო მემკვიდრეობათა კულტურათაშორისი მიმართებანი;
-
თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაციები;
-
სახელოვნებო მიმართულებათა კულტურათშორისი ასპექტები;
-
ლექსიკოლოგიური პრობლემები;
-
მასმედია - თანამედროვეობა, თეორია, მეთოდოლოგია და პრაქტიკა;
-
ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი;
-
საბუნებისმეტყველო და სამედიცინო კვლევები;
-
ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ძირითადი ასპექტები;
-
სწავლების თანამედროვე მეთოდები; ენათა სწავლების მეთოდიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები კვლევა-სწავლებაში;
-
აგრო და ბიზნეს ინდუსტრია;
-
პოლიტიკური მეცნიერებები, რეგიონალური მმართველობა და კულტურულ–საგანმანათლებლო ურთიერთმიმართებანი;
-
ეკონომიკა;
-
არქეოლოგია და თანამედროვე მიღწევები/აღმოჩენები
-
კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მუშაობას; ასევე კულტურულ პროგრამას
-
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი კვლევისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებზე; გაიცემა სერტიფიკატები
-
საკონფერენციო პროგრამა და შრომების კრებული დარიგდება კონფერენციის მსვლელობის დროს
კონფენეციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება 10-15 წუთი მსჯელობა 3-5 წუთი
-
კონფერენციაზე შესაძლებელია დაუსწრებელი მონაწილეობაც
საკონფერენციო განაცხადი (თანდართული ფორმით) და გამოსაქვეყნებელი ნაშრომი (საკონფერენციო მოხსენება) გადმოაგზავნეთ 2021 წლის 5 (ხუთი) აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:
-
საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს კონფერენციისათვის.
15 აგვისტომდე მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობისა და საბანკო რეკვიზიტების შესახებ;
-
15 სექტემბრამდე იხდით სარეგისტრაციო გადასახადს (საბანკო რეკვიზიტები გეცნობებათ მოგვიანებით).
-
კონფერენციის მონაწილემ, საორგანიზაციო კომიტეტის შეტყობინების შემდეგ, უნდა გადაიხადოს საორგანიზაციო თანხა 120 ლარი ; მონაწილემ უცხოეთიდან - 60 დოლარი - 60$); თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილირებულმა პერსონალმა 110 ლარი.
-
თანაავტორობის შემთხვევში საორგანიზაციო თანხას იხდის თითოეული ავტორი ცალ-ცალკე. თანხის გადახდა მოხდება საბანკო ანგარიშსწორებით.
-
მგზავრობა და სასტუმრო ხარჯები – კონფერენციის მონაწილეთა ხარჯით
-
პუბლიკაცია, კულტურული პროგრამა და ექსკურსია – კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯით
-
კონფერენციის ჩატარების ადგილი - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი, უნივერსიტეტის ქუჩა N 1.