იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს შეთავაზება ბიზნესმენებს

   კახეთში მოქმედმა ბიზნეს-წრეებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან საქმიანი შეთავაზება მიიღეს. ამ მიზნით, სხვადასხვა საწარმოების წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის რექტორი, საერთაშორისო პროექტის-- „უნისონის“- ჯგუფის წევრებთან ერთად შეხვდა.  ირმა შიოშვილი  მეწარმეებს თესაუ-ში  ტექნოლოგიური ცენტრის შექმნის გეგმაზე ესაუბრა და  უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა.

 კვლევების წარმატებით განასახორციელებლად უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ცენტრი მწარმოებლებსა და მეცნიერებს ყველა პირობას შეუქმნის.

 უახლოეს მომავალში, საერთაშორისო პროექტის- „უნისონის“- ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წარმომადგენლები  სანტიაგო-დე-კომპოსტელას  (ესპანეთი) უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

 
მნახველთა რაოდენობა: 15702
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'