იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტში პროექტ Pact4skill-ის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის ღონისძიება გაიმართა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,Pact4skill-ის ფარგლებში სხვადასხვა სექტორის დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრას, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, ადგილობრივი მხარის წარმომადგენლების გარდა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები და უცხოელი მონაწილეები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა, შეხვედრის მონაწილეებს ამსტერდამის ვიზიტის დროს შექმნილი პრეზენტაციები წარუდგინა.

პრეზენტაციების შემდეგ, სტუდენტებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.

პროექტი Pact4skill ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის პარტნიორები თელავის უნივერსიტეტის გარდა, კვიპროსის თავისუფალი უნივერსიტეტი,. საფრანგეთის პარიზის ქერჯის უნივერსიტეტი , საბერძეთის,. იტალიის და ნიდერლანდების სხვადასხვა უნივერსიტეტები არიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 4267
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'