იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს წარმომადგენლები საერთაშორისო პროექტის HERIPRENEURSHIP-ის ფარგლებში რუმინეთში იმყოფებოდნენ

საერთაშორისო პროექტის_ BSB 831 HERIPRENEURSHIP-ის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა თამარ  ასლანიშვილმა და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თამარ თამარაშვილმა რუმინეთში, ქ. ტულჩაში დაგეგმილ შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.  

6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით დაგეგმილი შეხვედრები მოიცავდა სხვადასხვა სახის აქტივობას. აღნიშნულ პერიოდში თესაუს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა  ვორქშოფშისაერთაშორისო კონფერენციასა და  პრესკონფერენციაში, საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრებში და მოხეტიალე გამოფენაში.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ რუმინეთის მიერ შემუშავებული 10 გეოლოკაცია და სხვა პარტნიორებთან ერთად შეეფასებინათ ისინი. საერთაშორისო კონფერენციას, პროექტის პარტნიორების გარდა, ესწრებოდნენ  ბიზნესისა თუ ტურიზმის სფეროს პროფესიონალები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.  საქართველოდან კონფერენციაზე წარდგენილი იყო 11 სტატია. მოხსენებები ადგილზე წარმოადგინეს თესაუს წარმომადგენლებმა თამარ ღურწკაიამ და ლუკა ქობალიამ, სხვა მონაწილეები კი ონლაინ წარდსდგნენ მსმენელის წინაშე.

შეხვედრის ბოლო დღე  მოხეტიალე გამოფენას დაეთმო, სადაც პროექტის ყველა პარტნიორმა პროექტის ფარგლებში შემუშავებული საპილოტე პროექტების, სარეკლამო მასალის და, ზოგადად, ტურიზმის სფეროს დემონსტრირებისთვის წინასწარ მომზადებული მასალა წარმოადგინა.

ეს იყო პროექტის ბოლო შეხვედრა. ამ შეხვედრაზევე დაისახა უახლოესი სამომავლო გეგმა_საპროექტო განაცხადზე მუშაობა როგორც  შავი ზღვის აუზის მიმართულებით, ასევე სტუდენტთა და პერსონალთა მობილობის ხელშესაწყობადაც.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4166
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'