იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტის ,„სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ LOVEDISTANCE პირველი ეროვნული შეხვედრა

2020 წლის 15-16 იანვარს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა Erasmus + ინსტიტუციური განვითარების 2019 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში.  შეხვედრას უმასპინძლა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

შეხვედრა დაეთმო პროექტის მიმოხილვას, გრანტის მართვისთვის საჭირო ევროკომისიის რეგულაციების განხილვას, პროექტის დისემინაციის აქტივობების მართებულად წარმართვას კონსორციუმის ქართველი პარტნიორებისთვის, ასევე პროექტის ხარისხის შიდა მექანიზმების ინიცირებას. რადგან პროექტის პირველი ეტაპი არის საჭიროებების დადგენა ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეზე, შეხვედრაზე ასევე განიხილეს კითხვარების შესაძლო ფორმები, რომლებიც სტუდენტების და პროფესორების გამოკითხვისას იქნებოდა გამოყენებული. 

 
მნახველთა რაოდენობა: 10702
 
 
 
 
2024 მარტი
1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.