იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

ისტორია:

 

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ) ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო ცენტრია. უნივერსიტეტი ღირსეული გამგრძელებელია იყალთოს აკადემიის (XII საუკუნე), თელავის საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სასწავლებლის (1758-1782), სასულიერო სემინარიის (1782-1801), სასულიერო სასწავლებლის (1818-1918), სამასწავლებლო ტექნიკუმის (1924-1939), სამასწავლებლო ინსტიტუტის (1939-1951) და პედაგოგიური ინსტიტუტის (1951-1999) მრავალსაუკუნოვანი საგანმანათლებლო ტრადიციებისა.
1939 წლიდან იგი ატარებს დიდი ქართველი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახელს. დაარსებიდან 60 წლისთავზე, 1999 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი. უნივერსიტეტი ავტონომიური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია. აქ სწავლება მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე – ქართულ ენაზე.
უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს განახლებული პროგრამებით და იგი სამსაფეხურიანია: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო. უნივერსიტეტში მუშაობს აგრეთვე პროფესიული განათლების საფეხური.
   

 

                                                     უნივერსიტეტში ფუნქციონირებს:

  • 5 ფაკულტეტი შესაბამისი დეპარტამენტებით;
  • 30-ზე მეტი კაბინეტ-ლაბორატორია;
  • სასწავლო სახელოსნო;
  • ინტერნეტის ქსელი;
  • სოციოლოგი;
  • კომპიუტერული ცენტრები;
  • კავკასიური კვლევების ცენტრი;
  • იურიდიული კლინიკა;
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის მეგობრობის უცხო ენათა ცენტრი;
  • გერმანული ენისა და კულტურის ცენტრი (ბიბერახის ოთახი);
  • ამერიკის შესწავლის ცენტრი;
  • ფრანკოფონიის ცენტრი;
  • სტუდენტური თვითმმართველობა;
  • სპორტული და კულტურული კლუბები.

                                                   მატერიალურ–ტექნიკური ბაზა:

მის განკარგულებაშია ოთხი სასწავლო კორპუსი, ღია და დახურული სპორტული მოედნები, რომლებიც განთავსებულია შვიდი ჰექტარი ფართობის გამწვანებულ გარემოში.
სტუდენტთა სწავლებასა და მეცნიერთა საქმიანობას ემსახურება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ორასი ათასზე მეტი წიგნითა და სხვადასხვა საბიბლიოთეკო რესურსით.
სტუდენტთა სწავლა-განათლებას ემსახურება 21 პროფესორი, 51 ასოცირებული პროფესორი, 24 ასისტენტ-პროფესორი და 8 ასისტენტი.

უნივერსიტეტში დღეისათვის 1500-მდე სტუდენტი სწავლობს.
ყოველწლიურად გამოიცემა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო შრომების კრებულები.
უნივერსიტეტს რეგულარული ურთიერთობა აქვს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან.
მრავალფეროვანია უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირები, საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან დამყარებულია მჭიდრო ურთიერთობები: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მონაწილეობს გაცვლით პროგრამებში. უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება საერთაშორისო პროექტები.

უნივერსიტეტში პერიოდულად იმართება ადგილობრივი, რესპუბლიკური, საერთაშორისო კონფერენციები და სიმპოზიუმები.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ლიტერატურის შესწავლის ცენტრები. სტუდენტურ ცხოვრებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.