საჯარო სამართლის იურიდიული პირი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წარმომადგენლობითი  საბჭო

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

დამტკიცებულია წარმომადგენლობითი  საბჭოს სხდომაზე

3.10.2013წ. ოქმი #1

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი,

ი პროფესორი                                                   /უ გელდიაშვილი/

ლავი

2013

სსპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს

დებულება

     ი დებულებანი

 

1წარმომადგენლობითი საბჭო (შემდეგში საბჭო) არის წარმომადგენლობითი  ორგანო, რომელიც აირჩევა ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგენლებისაგან არჩევნების საფუძველზე ცალკ-ცალკე, ამ ერთეულებზე წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად:

2საბჭოს წევრად აირჩევიან აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა წარმომადგენლები უნივერსიტეტის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ დებულებით განსაზღრული წესით.

3.  საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას;

4.  საბჭოს პრინციპებია:

•       გადაწყვეტილების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა;

•       აკადემიური   პერსონალისა       და   სტუდენტთა   მხრიდან   აზრის   გამოხატვის თავისუფლება;

•       თანასწორი  მოპყრობა  განურჩევლად  პირის  ეთნიკური  კუთვნილებისა,  სქესის,

სოციალური წარმოშობის, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

•      არჩევნების სამართლიანობა  და გამჭვირვალობა, კონკურსის საჯაროობა;

5.  საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებას, გადაწყვეტილებას, განცხადებას, წარდგინებას ხელს    აწერს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი;

6.   საბჭო     თავის     საქმიანობას     ახორციელებს     საქართველოს     კონსტიტუციის,

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს  კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;

7 საბჭოს დებულება განსაზღვრავს წარმომადგენლობითი საბჭოს    უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას და სავალდებულოა ყველა წევრისათვის;

8.  საბჭოს  საქმიანობასთან  დაკავშირებულ  ყველა  იმ  საკითხს,  რომელიც მოწესრიგებული არ არის დებულებით, საბჭო წყვეტს დადგენილებით;

9საბჭოს დებულებაში ცვლილებები და დამატებები ხორციელდება წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით;

 10საბჭოს დებულება ძალაში შედის მისი საჯაროდ გმოქვეყნებისთანავე;

11.    საბჭოს   ადგილსამყოფელია    უნივერსიტეტის    I    კორპუსი   (თელავი,      ქართული უნივერსიტეტის ქუჩა #1), II სართული.

 

ბჭოს უფლებამოსილება

 

1.  საბჭო ამ კანონის შესაბამისად:

)  ირჩევს საბჭოს სპიკერს;

)  შეიმუშავებს  უნივერსიტეტის  წესდებას  აკადემიური  საბჭოს  მონაწილეობით  და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ამტკიცებს უნივერსიტეტის გერბს, დროშას და ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს:

v  დამხმარე    სტრუქტურულ    ერთეულს    –    რექტორის    აპარატს    –   რექტორის წარდგინებით;

v  დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს – ადმინისტრაცის ხელმძღვანელის აპარატს – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს  სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

 

ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

აკადემიური   საბჭოს   მოტივირებული   წინადადებით   ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

 

    ამტკიცებს  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელისა  და სტრუქტურული  ერთეულების  ხელმძღვანელთა წლიურ ანგარიშებს;

 

) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

 

ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და აკადემიური ან მასწავლებლის  თანამდებობის  დაკავების გარეშე,  სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვევითი პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის   მქონე  მოწვეულ  სპეციალისტთა   სამსახურში  მიღების  ერთიან  წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკდემიური საბჭოს წარდგინებით;

 

ამტკიცებს სასწავლო-დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების  ოდენობასა  და  პირობებს  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის წარდგინებით;

 

ამტკიცებს ფაკულტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

 

ისმენს აკდემიური საბჭოს წლიურ ანგარიშს;

 

პ) ამტკიცებს  უნივერსიტეტის   ხარისხის    უზრუნველყოფის    სამსახურის     უფროსის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

იღებს  გადაწყვეტილებას   ფაკულტეტების და სტრუქტურული ერთეულების   შექმნის,   რეორგანიზაციის   ან  ლიკვიდაციის შესახებ აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე;

 

  ამტკიცებს ფაკულტეტის  სტრუქტურასა და დებულებას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით;

 

)  ამტკიცებს  აკადემიური  საბჭოს გადაწყვეტილებას  კერძო  სამართლის  იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;

 

) სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებისის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით;

 

)  უნივერსიტეტს  უძრავი  ქონების  ან  მისი  ნაწილის  შეძენა,  გასხვისება  ან  იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება  საგანმანათლებლო  და  სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

)     ახორციელებს         საქართველოს        კანონმდებლობით         მინიჭებულ        სხვა უფლებამოსილებებს.

 

2.  საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საბჭოს შემადგენლობა

1საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელთა მინიმალური ოდენობა არ შეიძლება იყოს 3-ზე ნაკლები.

 

2 საბჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

 

3.    საბჭოს   არჩევა   ხდება   უნივერსიტეტის    ფარგლებში   საყოველთაო,    პირდაპირი,

თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

 

4საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

 

5სტუდენტები  შეადგენენ  წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

 

6პროფესორისა და სტუდენტის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია: უნივერსიტეტთან  მისი შესაბამისი  აკადემიური  ან შრომითი ურთიერთობის  შეწყვეტა; სამზე მეტი სხდომის არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევაში საბჭოს მიერ მის მიმართ გამოტნილი გადაწყვეტილება.

 

7საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში, უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ, ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.

 

8.   საბჭოს   შემადგენლობაში   არ   შეიძლება   არჩეულ   იყვნენ   ადმინისტრაციული   და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.

9საბჭო რეგლამენტით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საბჭოს სპიკერის გადაწყვეტილებით,  ქმნის დროებით კომისიებს, კომისია ამზადებს საკითხებს და განსახილველად გამოაქვს საბჭოს სხდომაზე. დროებით კომისიაში შესაძლებელია შევიდეს როგორც საბჭოს წევრი, ისე, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული ექსპერტი.

 

საბჭოს სპიკერი

 

1.     საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს საბჭო თავისი რიგებიდან 4 წლით.

 

2.    სპიკერი  აკონტროლებს  საბჭოს  სხდომაზე  მიღებული  გადაწყვეტილებების შესრულებას და შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის საბჭოს.

 

3.    სპიკერის არ ყოფნის შემთხვევაში სხდომის ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს საბჭოს უხუცესი წევრი.

 

4.   საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

 

პირადი სურვილი;

)  მის  მიმართ  სასამართლოს  მიერ  გამოტანილი  გამამტყუნებელი        განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გარდაცვალება;

სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

)  უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

 

 

 

ს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას.

 

 

საბჭოს მუშაობის წესი

 

1.    საბჭოს თავმჯდომარეობს სპიკერი;

2საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ, ან საჭიროებისამებრ. სპიკერს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3-ის მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა;

3. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა);

4.   საბჭოს   სხდომა   უფლებამოსილია,   თუ   მას   ესწრება   სრული   შემადგენლობის ნახევარზე მეტი;

 

5.     სპიკერს   შეუძლია   სხდომის  მიმდინარეობა   გარკვეული   დროით  შეაჩეროს  ან საერთოდ შეწყვიტოს, თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები აქტუალური აღარ არის, ამოწურულია ან მოუმზადებელია.

 

6საბჭოს მდივანი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელიც წინასწარ  გადასცემს საბჭოს წევრებს; საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე.

 

7საბჭოს   წევრები  უფლებამოსილნი   არიან   დღის  წესრიგის   პროექტში   დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც მდივანს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 დღისა;

 

8საბჭოს  სპიკერი  სხდომის   დაწყებისთანავე   წარადგენს   დღის  წესრიგის  პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

 

9კანონით გათვალისწინებული  შემთხვევის გარდა,  საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა და სიის ამოკითხვა). გადწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით.

 

10საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ;

11. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და მოთხოვნები;

 

12. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას იკრძალება საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება;

 

13ფარული კენჭისყრის გამართვისას დგინდება ბიულეტენების  ფორმა. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს;

 

14.  ბიულეტენების შევსებისას საბჭოს წევრი გადახაზავს მისთვის არასასურველი კანდიდატის  გვარს  და  დატოვებს  მხოლოდ  იმ  კანდიდატის  გვარს,  რომელსაც  მხარს უჭერს.   თუ  ბიულეტენში   მხოლოდ  ერთი  გვარია   შეტანილი,   მისთვის  ხმის  მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა _  მისი გადახაზვით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.

15. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია,კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტებით; ექსპერტების, საზოგადოებიწარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით;

16. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის სამზე და/ან მეტჯერ არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია დასვას საკითხი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

17წარმომადგენლობითი საბჭოს   მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება წარმომადგენლობითი საბჭოს  მდივნის  მიერ  წარმომადგენლობითი  საბჭოს  ოქმით  და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით _ გადაწყვეტილებით.

 

წარმომადგენლობითი საბჭოს შიდა ურთიერთობებისათვის გააჩნია ბეჭედი.

ოქმი მოიცავს:

 

•           სხდომის თარიღს;

•           დაწყების დროსა და ადგილს;

•           სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას;

•           დღის წესრიგს;

•           სიტყვით გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ დადგენილებას;

•           განსახილველ  საკითხზე  წერილობითი  განმარტებები  გადაეცემა  მდივანს  ოქმის დანართის სახით.

 

16ოქმს ხელს აწერს საბჭოს სპიკერი და მდივანი

 

ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება წარმომადგენლობითი საბჭოს ბეჭედი.

 

არმადგენლობითი საბჭოს სპიკერი,

 

ი                                                                               /ნუნუ გელდიაშვილი/

 
 
 

2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.