იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

1. XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (IV-V ტომები)

 (სამეცნიერო ხელმძღვანელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან გიგაშვილი)

რუსთაველის ფონდის გრანტი FR/361/1-20/11 (2012-2014 წლები)

პროექტის მიზანია ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის მრავალტომეულის IV და V ტომების აკადემიური გამოცემა. მრავალტომეული XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლურ მემკვიდრეობას მოიცავს. ქართველი საზოგადოება მიიღებს ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიურ გამოცემას, რომელსაც დართული ექნება სრული სამეცნიერო-საცნობარო აპარატი: კომენტარები, საძიებლები, პასპორტები, შენიშვნები, აგრეთვე ლექსიკონი და ლინგვისტური გამოკვლევა. აღნიშნული გამოცემა მეცნიერს საშუალებას მისცემს, მწერლის არქივთან მისვლის გარეშე მისთვის საჭირო ცნობას მიაგნოს.

2. მცირე ენების ბედი გლობალიზაციის პირობებში და მათი დოკუმენტირების სასიცოცხლო მნიშვნელობა

(წოვათუშური ენის მაგალითზე) 
(სამეცნიერო ხელმძღვანელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაყვალა მიქელაძე)

 

რუსთაველის ფონდის გრანტი FR/397/2-120/12

პროექტის ფარგლებში მზადდება:
I. წოვათუშური ენის შესახებ მონოგრაფიული გამოკვლევები:
1. კავკასიოლოგიის მიმართულებით:
ა) წოვათუშური ენის სინტაქსი (მაყვალა მიქელაძე).
ბ) წოვათუშური ენის ლექსიკა და ფრაზეოლოგია (არსენ ბერთლანი, მაყვალა მიქელაძე).
2. ზოგადი ფონეტიკის მიმართულებით: `ხმოვანთა ხასიათისა და გენეზისის ზოგადფონეტიკური საკითხები წოვათუშურის ენობრივი მეხსიერების ფონზე (არსენ ბერთლანი)
3. სოციოლინგვისტიკის მიმართულებით: ენის გადართვის მახასიათებლები წოვათუშური ენის მაგალითზე” (ქეთევან გიგაშვილი)
II. ენის დოკუმენტირების მიმათულებით:
1. წოვათუშური ტექსტების ბეჭდური ვერსია ქართული და ინგლისური თარგმანით (II ნაწილი, ეთნოგრაფიული ხასიათის) შესაბამისი კომენტარებით.
2. წოვათუშური ტექსტების აუდიო ვერსია ონლაინ რეჟიმში განსათავსებლად ტიტრებით, ტრანსკრიფციით, თარგმანით.
3. წოვათუშური ლექსები ქართული მხატვრული თარგმანით.

3. XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (VI-VII ტომები)
(სამეცნიერო ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი მზია გიგაშვილი)

რუსთაველის ფონდის გრანტი FR/288/1-20/13 (2014-2017 წლები)

პროექტის ფარგლებში გამოიცემა ორი ტომი, რომელიც დაეთმობა გრიგოლ ორბელიანის ეპისტოლურ მემკვიდრეობას.

4.ვოდევილი ქართულ მწერლობაში (I-II ტომები, აკადემიური გამოცემა)
(სამეცნიერო ხელმძღვანელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან გიგაშვილი) 

წინამდებარე პროექტის მიზანია ქართველ მწერალთა მიერ შექმნილი თუ გადმოკეთებული ვოდევილების აკადემიური (ავთენტური, სრული და შესაბამისი სამეცნიერო აპარატით აღჭურვილი) გამოცემა. ვოდევილი გათავისუფლებულია პიესისა თუ ლექსის კლასიკური ჩარჩოსაგან და ავტორის მეტ პოეტურ თავისუფლებას გვიჩვენებს. მასში ხშირად ისეთი მასალები, ისეთი მოსაზრებები გვხვდება, რომლებიც არ (ან ნაკლებად) შეიძლებოდა სერიოზულ ჟანრში მოხვედრილიყო და, აქედან გამომდინარე, იგი ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის XIX-XX საუკუნეების საქართველოს სოციალურ-საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მდგომარეობის შესახებ. მათი საშუალებით გავეცნობით ჩვენს წინაპართა გემოვნებას, ცხოვრების წესს, ჩაცმის სტილს, სასაუბრო ენასა თუ სხვა საინტერესო დეტალებს. ვოდევილების შესწავლა ნათელს მოჰფენს მრავალ მნიშვნელოვან ფაქტს ბევრი ისტორიული პიროვნებისა და მოვლენის შესახებ. მათში აისახება მწერლის თვალით დანახული ეპოქისა და ამ ეპოქაში მცხოვრები კონკრეტული ადამიანების რეალური პორტრეტები.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვოდევილი მრავალი ასპექტითაა შეუნელებელი ინტერესის საგანი.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.