იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი _ პროფესორო ნინო კოჭლოშვილი


ქართული მცირე პროზის ლიტერატურული და ლინგვისტური წახნაგები

პროექტის ფარგლებში, ჩვენი კვლევის მიზანია მეოცე საუკუნის ქართული მცირე პროზის ლიტერატურული და ლინგვისტური წახნაგების შესწავლა; ყველა იმ თავისებურების გამოვლენა/აღწერა, რაც ახასიათებდა მცირე პროზაულ ნაწარმოებებს ამ პერიოდში თავისი განვითარების გზაზე, რითაც ხდებოდა უფრო და უფრო მიმზიდველი, პოპულარული და წვლილი შეჰქონდა ქართული ენისა  და ლიტერატურის, ქართული აზროვნების, ქართული კულტურის  აღმავლობის საერთო პროცესში.


პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ისტორიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ სიმაშვილი

პროექტის სახელწოდება - ,,ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება კახეთში - ლეკები (ხუნძები-ავარები)’’

კვლევის ფუნდამენტური მიზანია - ხუნძი(ავარელი) და ქართველი მოსახლეობის საერთო ისტორიიის და კეთილმეზობლური ურთიერთიერთობების შესახებ ცნობადობის გაზრდა და ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხუნძი(ავარელი) მოსახლეობის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელის შეწყობა

კვლევის გამოყენებითი მიზანია - ხუნძი(ავარელი) და ქართველი მოსახლეობის ურთიერთობის საერთო ისტორიის, ტრადიციების, ადათების, ქცევის ნორმების, ახლო კულტურული, ნათესაური კავშირების შესწავლა, თვისობრივად განსხვავებული მასალების მოძიება, კვლევა, დამუშავება და მიღებული შედეგების წიგნად გამოცემა


პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი გოცირიძე

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა

(I-IIტომები)

პროექტი ხორციელდება 2017 წლის დეკემბრიდან ისტორიისა და   ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტების  ბაზაზე. მასში ჩართულნი არიან როგორც ისტორიკოსები, ისე ფილოლოგები.

წინამდებარე პროექტის მიზანია მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ჩათვლით მოღვაწე ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა წერილების თავმოყრა-სისტემატიზაცია, მათი მეცნიერული შესწავლა და გამოცემა.

ევროპასა და ამერიკაში მწერალთა თუ საზოგადო მოღვაწეთა ეპისტოლური მემკვიდრეობის შესწავლა-გამოცემა სათანადო დონეზე დგას, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ რეალობაზე.

ქართველ ისტორიკოსთა პირადი წერილები მცირე მოცულობით არის გამოცემული, რომელთა დიდი ნაწილი გაფანტულია სხვადასხვა გამოცემაში და ძნელად ხელმისწვდომია დაინტერესებულ პირთათვის. მათ უმეტესობას არა აქვს დართული  სათანადო სამეცნიერო აპარატი, რაც ართულებს ტექსტის, როგორც საისტორიო წყაროს, გამოყენებას და აუცილებელს ხდის მათ თავმოყრას ერთ აკადემიურ გამოცემაში მრავალტომეულის სახით.

ქართული ისტორიოგრაფიის, კულტურის ისტორიის განვითარების პროცესების გააზრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პლატონ იოსელიანის (1809-1875), დიმიტრი ბაქრაძის (1826-1890), ზაქარია ჭიჭინაძის (1853-1931), თედო ჟორდანიას (1854-1916), მოსე ჯანაშვილის (1855-1934), მიხეილ თამარაშვილის (1858-1911), ექვთიმე თაყაიშვილის (1863-1953), თედო სახოკიას (1868-1956), ივანე ჯავახიშვილის (1876-1940), სარგის კაკაბაძისა (1886-1967) და სხვათა ეპისტოლური მემკვიდრეობის გამომზეურება და გამოქვეყნება. მათ პირად მიმოწერებში ასახულია არა მარტო საქართველოში მიმდინარე ისტორიულ-კულტურული მოვლენები, არამედ მეზობელი ქვეყნების საზოგადოებრივი ცხოვრება, ამ ქვეყნებში ქართველთა საქმიანობა და ა.შ. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ივანე ჯავახიშვილის მიმოწერა არჩილ ჯორჯაძესთან, კიტა აბაშიძესთან, ნიკო მართან და სხვა გამოჩენილ მეცნიერებთან და მოღვაწეებთან.

პროექტის ფარგლებში გამოიცემა 2 ტომი. I ტომში შევაპლატონ იოსელიანის, დიმიტრი ბაქრაძისა და ზაქარია ჭიჭინაძის, ხოლო II ტომში - თედო ჟორდანიას, მოსე ჯანაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის წერილები.

რამდენადაც პროექტი 1 თვის წინ დაიწყო, შედეგები ამ ეტაპისთვის არ გვაქვს.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.