იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

ახალი პროექტი განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

ბავშვის უფლებათა ცენტრში

სახელმწიფო უნივერსიტეტების მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარება საქართველოს პარლამენტის მიერ ბავშვებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და კვლევების ჩატარების კუთხით

 

პროექტის მოკლე აღწერილობა

2022 წლის 15 ნოემბრიდან იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფუძნებული ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრის და UNICEF-ის მხარდაჭერით დაიწყო პროექტისახელმწიფო უნივერსიტეტების მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარება საქართველოს პარლამენტის მიერ ბავშვებისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და კვლევების ჩატარების კუთხით.

გაეროს ბავშვთა ფონდი იღებს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს სახელმწიფო უნივერსიტეტებს მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარება, ბავშვის უფლებების შესახებ ინკლუზიურ და ხარისხიან განათლების ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული ხარისხობრივი ან რაოდენობრივი კვლევების ჩატარებით. შედეგად, უნივერსიტეტებ შეძლებენ მიაწოდონ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისა და ქმედებებისთვის.

პროექტის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება კვლევასსსმ ბავშვების სკოლაში ტრანზიციის კვლევა (თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების მაგალითზე). კვლევის მიზანია შესწავლილ იქნას თელავის მუნიციპალიტეტში სსსმ ბავშვების ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის პროცესი და მათ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი გეგმავს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების გამოკითხვას:

1.      სკოლის ადმინისტრაციის ონლაინ გამოკითხვა

2.      ბაგა-ბაღის მენეჯერთა ონლაინ გამოკითხვა

3.      სსსმ ბავშვის მშობლების ინტერვიუ

4.      კლასის დამრიგებელის ინტერვიუ

5.      აღმზრდელ-პედაგოგის ინტერვიუ

6.      სპეც. პედაგოგების ფოკუსჯგუფი

კვლევის ფარლებში, კონკრეტული შემთხვევების საფუძველზე, ჩამოყალიბდება სსსმ ბავშვის სკოლაში ტრანზიციის პროცესის აღწერა, არსებული გამოწვევების და საუკეთესო პრაქტიკის აღწერა; შემუშავდება რეკომენდაციები, დაისახება ტრანზიციის პროცესის გაუმჯობესების გზები. კვლევის შედეგები აისახება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირეულ პროგრამაში და სამომავლოდ_ ადრეული სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამაში. კვლევის შედეგად მიღებული პრაქტიკული ინფორმაცია გაამდიდრებს საბაკალავრო პროგრამას, პრაქტიკული რეკომენდაციები შევა მოდულებში და მომზადდება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისა და სპეც. მასწავლებლებისთვის სატრენინგო მოდული „სსსმ ბავშვების სკოლაში ტრანზიცია“.

 


აღმზრდელ პედაგოგთა რეფლექსიის გავლენა ინკლუზიური განათლების ხარისხზე

(თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მაგალითზე)

 

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი, თამარ მიქელაძე

დამფინანსებელი ორგანიზაცია: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტის განხორციელების ვადა: 2021-2022

კვლევაში ჩართული აკადემიური პერსონალის მიმართულებები: განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა

კვლევის შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბდება აღმზრდელ პედაგოგთა რეფლექსიის პროცესის და მისი თავისებურებების ჩარჩო/მოდელი, ასევე მოხდება ინკლუზიური განათლების ხარისხზე აღმზრდელ პედაგოგთა რეფლექსიის გავლენის აღწერა; შემუშავდება რეკომენდაციები, დაისახება სკოლამდელი ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა განვითარების სისტემა და ინკლუზიური განათლების პროგრამის გაუმჯობესების გზები. ბაღებისთვის მომზადდება აღმზრდელ პედაგოგთა ეფექტური რეფლექსიის ინსტრუმენტი. კვლევის შედეგები აისახება ადრეული ინკლუზიური განათლების მოდულში სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამაში. კვლევის შედეგად მიღებული პრაქტიკული ინფორმაცია გაამდიდრებს საბაკალავრო პროგრამას და პრაქტიკული რეკომენდაციები შევა ბაღის აღმზრდელის/მეთოდისტის პროფესიულ მომზადებაში.

კვლევის ანგარიში მოხსენების სახით წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე და გამოქვეყნებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში. ასევე გამოიცემა მონოგრაფია,  სადაც აღწერილი იქნება განხორციელებული კვლევა და მისი შედეგები.

მონოგრაფია:  აღმზრდელ პედაგოგთა რეფლექსია ხარისხიანი ადრეული ინკლუზიური განათლებისათვის.

 

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.