იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ LOVEDISTANCE -ის ფარგლებში საუნივერსიტეტო ტრენინგები დაიწყო

2022 წლის 20 მაისს, პროექტ LOVEDISTANCE-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს  უმაღლესი განათლების  თანაბარ ხელმისაწვდომობასა და დემოკრატიზაციას, თელავის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის საუნივერსიტეტო ტრენინგი ჩატარდა.

ტრენერებმა  აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, დისტანციური სწავლა/სწავლების ხელშეწყობისთვის,  პროექტის ფარგლებში შეძენილი სხვადასხვა პლატფორმა გააცნეს.

ტრენინგზე დეტალურად იქნა განხილული ვიდეოს გადაღების, დამონტაჟების, ცვლილებების განხორციელების გზები და ხერხები.  მათ მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროექტის ფარგლებში შეძენილი პროგრამების გამოყენება შესაძლებელია ლაბორატორიაში, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

ტრენინგის მონაწილეებმა Camtasia და Vimeo  პროგრამების უფრო დეტალური გაცნობის სურვილი გამოთქვეს.  ტრენინგის ბოლოს მონაწილეების მხრიდან  გამოითქვა მზადყოფნა პროგრამების გამოყენება მოხდეს სინქრონული და ასინქრონული კურსების შემუშავების პროცესში.   

პროექტი LOVEDISTANCE  ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებულია, რომლის მიზანია გააძლიეროს  დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები  საქართველოსა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიპროექტის ევროპელი პარტნიორები არიან პორტუგალიისესპანეთის და რუმინეთის უნივერსიტეტები.   

 
მნახველთა რაოდენობა: 10221
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.