იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

Erasmus+

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს   ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+”-ის გაცვლით პროგრამებში. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გარკვეული პერიოდით  მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში.

„Erasmus+"- ის  მობილობის პროგრამის ფარგლებში, კრედიტების დაგროვების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელიც არის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტი, აქვს ინგლისური ენის ცოდნის მინიმუმ B2 დონე და მაღალი აკადემიური მოსწრება ( GPA).   

Erasmus+ მობილობის პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტის მიერ  მიღებული კრედიტების აღიარება ხდება განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ სტუდენტის მიერ წარმოდგენილი მიღებული ნიშნების ფურცლის საფუძველზე სპეციალური პროცედურის გავლის შემდეგ.

იხილეთ პროცედურა  http://eqe.gov.ge/geo/static/101/Recognition-of-Education/validation

 

 

 

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.