იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტი VITAGLOBAL-ის ფარგლებში მომზადებული მეორე მოდულის ტრენინგი

2021 წლის 22 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის, ევროკომისიის მიერ დაფინასებული პროექტი VITAGLOBAL-ის ფარგლებში მომზადებული მეორე მოდულის- მიკრობიოლოგიის- ტრენინგი გაიმართა.  კურსის სახელწოდებაა -,,ახალი ტენდენციები მიკრობილოგიაში, ღვინის დაძველება და ღვინის უსაფრთხოება  (New tendencies in Microbiology, Wine ageing and Wine Safety).

   ტრენინგს  პროექტის პარტნიორი, ბორდოს უნივერსიტეტის წარმომადგენელი პიერ -ლუის ტეისედრე (  Pierre-Louis Teissedre) უძღვებოდა.  ტრენინგზე განხილულ იქნა ის სილაბუსი, რომელიც  საქართველოს, არგენტინის, ჩილეს და ურუგვაის  პროექტის პარტნიორების მიერ  ერთობლივად იქნა შემუშავებული.

   პროექტის ფარგლებში მომზადებული აღნიშნული  კურსი 2021 წლის შემოდგომის სემესტრიდან  მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრანტი სტუდენტების იქნება შეთავაზებული. 

    VITAGLOBAL ევროკომისიის  მიერ  თანადაფინანსებული  პროექტია,  რომელიც  მევენახეობა-მეღვინეობის  სამაგისტრო  პროგრამის ინტერნაციონალიზაციას ითვალისწინებს.  პროექტის წევრები ევროპელი პარტნიორების  (ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია) გარდა,  ლათინოამერიკის (არგენტინა, ჩილე და ურუგვაი)  და სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტები არიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 13418
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.