იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან

2026 წლის 29 სექტემბერს, YALA (BSB01271) პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოსთან.

შეხვედრაზე პროექტის ექსპერტმა შალვა ჭკადუამ ისაუბრა ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე და იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც ახალგაზრდულ საბჭოებს აძლევს შესაძლებლობას, ადგილობრივი პრობლემები კონკრეტულ ინიციატივებად და წინადადებებად გარდაქმნან.

მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები, არსებული აქტივობების შედეგები, ახალგაზრდული სივრცეების, გადაადგილების, უნარებისა და დასაქმების, გარემოსა და კეთილდღეობის საკითხები,

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავად ახალგაზრდების მოსაზრებებს. მათ დააფიქსირეს საკუთარი გამოცდილება, დაასახელეს პრობლემები, რომლებიც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ადგილობრივ დონეზე რეალურ ცვლილებამდე შეიძლება მივიდეს.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდების გამოცდილება მხოლოდ მოსაზრებად არ დარჩეს და გადაიქცეს ჩამოყალიბებულ პოზიციად, კონკრეტულ წინადადებად და დიალოგად შესაბამის სტრუქტურებთან.

YALA (BSB01271) პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 5
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.