31 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე, ჩატარდა ტიპოლოგიური ლინგვისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნინო გორგიშელის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
კვლევის თემაა- ,,პერსონაჟის ენობრივი პორტრეტი დრამატურგიულ ტექსტში და მისი თარგმანში გადატანის სპეციფიკა“ (ტენესი უილიამსის- „ტრამვაი, რომელსაც ,,სურვილი“ ჰქვია“ -გ.ჯაბაშვილისა ლ.ინასარიძის თარგმანების მიხედვით).
სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან პროფესორები: ნუნუ გელდიაშვილი და მანანა ღარიბაშვილი.
კვლევის მიზანია: ტენესი უილიამსის ენობრივი სამყაროსა და ენობრივი ცნობიერების ასახვის თავისებურების გამოკვლევა - „ტრამვაი, რომელსაც “სურვილი” ჰქვია“-ს ქართულ თარგმანებში და ურთიერთმიმართებების დადგენა, ასევე, დრამის პერსონაჟების ენობრივი პორტრეტების წარმოჩენა და თარგმანებში მათი ასახვის მექანიზმების გამოვლენა და შეფასება; ენობრივი ექსპრესიის ხარისხის დადგენა; ნათარგმნ ტექსტებში ასახული კულტუროლოგიური ხასიათის მთარგმნელობითი ტრანსფორმაციების ტიპებისა და მიზეზების შესწავლა.
ნინო გორგიშელს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.