იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ინფორმაცია 2017-2018 სასწავლო წლისათვის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში სტუდენტთა მიღების შესახებ

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, 2017-2018 სასწავლო წლისათვის, სტუდენტთა მიღება განხორციელდება  შემდეგ სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამებზე:   

 

   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:

  1.    ბიომრავალფეროვნება - 3 ადგილი;
  2.    მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია  - 5 ადგილი;
  3.    კომპიუტერული მეცნიერება - 3 ადგილი;
  4.    ფუნქციათა თეორია და ფუნქციონალური ანალიზი - 2 ადგილი;

 

სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი:

 

1. გამოყენებითი ეკონომიკა - 10 ადგილი;

 

აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

 

1.  ,,ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია"-  3 ადგილი;

 

უცხო ენების ტესტების ნიმუშები

 

 B2 ინგლისური - B2 გერმანული - B2 ფრანგული - B2 რუსული

 

      დოქტორანტურაში  ჩარიცხვა მოხდება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების შესაბამისად;

    დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების სურვილისა და ჩასაბარებელი უცხო ენის მითითებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

           ა) მოკლე სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება კვლევითი

              ინტერესები და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების სურვილი;

               ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია-CV;

              გ)  2 ფოტოსურათი ზომებით 3X4;

             დ)  პირადობის მოწმობის ასლი /დედანთან ერთად/;

              ე)  მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი

       დიპლომის დამოწმებული ასლი  /დედანთან ერთად/  (მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დადასტურების  დოკუმენტი. თუ ვერ ხერხდება აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა მისაღებ  გამოცდამდე იგი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სადოქტორო პროგრამის დასრულებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის საბოლოო გარკვევამდე, დოქტორანტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.) ;

           ვ)  სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (საჭიროების შემთხვევაში);

           )  50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარი.

                  და სხვა დოკუმენტები, თუ ასეთს ითვალისწინებს რომელიმე ფაკულტეტის  სადისერტაციო საბჭოს დებულება ან პროგრამა;

           საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 18 სექტემბრის 12:00 საათამდე. საბუთების პირველადი შემოწმება მოხდება ფაკულტეტებზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნების მიერ.  შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები  უბრუნდება წარმომდგენს.

           დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდები (სპეციალობა,   უცხო ენა)  ჩატარდება 2017  წლის 20  სექტემბერს;

  პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები გამოცდების  შედეგების გათვალისწინებით, დადებით შეფასებას იმსახურებს 2 ან მეტი დოქტორანტობის  კანდიდატი;

 გამოცდების შედეგები გამოცხადდება 2017 წლის 21 სექტემბერს;

  დოქტორანტობის   კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2017 წლის 21   სექტემბერს ;

  გამოცდების შედეგების გასაჩივრების და საჩივრის  განხილვის  ვადად განისაზღვრა 2017     წლის   21-22 სექტემბერი.

 
მნახველთა რაოდენობა: 5404
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.